სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ინოვაციების კულტურის დანერგვა

http://www.sda.gov.ge/?page_id=5617

Building a culture of innovations within Public Service Development Agency

Status: Completed !

ზოგადი ინფორმაცია
პროექტის დასახელება: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ინოვაციების კულტურის დანერგვა
სტატუსი: დასრულებული

ხანგრძლივობა: 01/04/2014-01/11/2014

დონორი/დამფინანსებელი: გაერო (UNDP)

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია სააგენტოში ინოვაციებზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება, საჯარო და კერძო სფეროში მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის ასამაღლებლად
პროექტის ძირითადი კომპონენტები
სააგენტოს თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება, წამყვანი ინოვაციური მეთოდოლოგიის და მართვის თანამედროვე პრინციპების გაცნობის გზით (Design Thinking and Behavioral Science), რათა მათ უკეთესად მოახდინონ ინოვაციური პოლიტიკის შექმნა, შედეგებზე ორიენტირებული მენეჯმენტის განხორციელება და გენდერული ბალანსის დაცვა;

„იდეების ყუთის“ კონცეფციისა და სპეციალური პროგრამის დანერგვა – სააგენტოს მასშტაბით ახალი იდეების, პრობლემატური საკითხების და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით.
მიღწეული შედეგები

პროექტის შედეგად სააგენტოში შეიქმნა ინოვაციური კულტურის დამკვიდრებისა და სხვადასხვა ინოვაციური მეთოდოლოგიიის გამოყენების შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სააგენტოს მიერ თანამედროვე, გამარტივებული და ხელმისაწვდომი მომსახურებების შექმნაზე. ყოველივე ეს კი, სასიკეთოდ აისახება ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების შემდგომ განვითარებაზე.

სააგენტოში ასევე შეიქმნა იდეების გენერირებისა და მართვის პროგრამული უზრუნველყოფა „იდეების ყუთი“, რაც სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს საშუალებას აძლევს დაარეგისტრიროს თავისი იდეა, შეაფასოს და განიხილოს კოლეგების იდეები, რის საფუძველზეც გამოვლინდება საუკეთესო იდეები და დაიწყება მათი განხორციელება.

პროექტის შედეგად სააგენტოში შეიქმნა ინოვაციური სერვისების ლაბორატორია, რომელიც თავისი კონცეფციით მოიცავს ახალი პროდუქტის შექმნის სრული ციკლის დაგეგმვას, დაწყებული ახალი პროდუქტის (სერვისის) შესახებ იდეის ფორმულირებით და დასრულებული ამ იდეის განხორციელებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით. აღნიშნულის საფუძველზე, ხდება მოქალაქეებისა და ორგანიზაციების საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების განვითარება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s