BM / BMC / DT / IM

DT#1.1 შემოქმედებითი აზროვნება (Design Thinking)

აზროვნება — კოგნიტური პროცესი, რომელიც წარმოადგენს ახალ სიტუაციაში ადამიანის ორიენტაციის, პრობლემის, ამოცანის გადაჭრის უნარს.

შემოქმედებითი აზროვნება – ემსახურება ახალი კანონზომიერებების აღმოჩენას. მიმართულია ახალი იდეების შექმნაზე.  Wikipedia

სტატიაში საზრიანობა, ინოვაციები და მეწარმე,  ჩვენ  თავი მოვუყარეთ მოსაზრებებს მეწარმეობის შესახებ, რომელებიც თავის მხრივ გამოთქმული იქნა სტატიების სერიაში ბიზნეს იდეიდან ბიზნეს მოდელამდე და ინოვაციები და ინოვაციების მართვის კონცეფცია.  სტატიაში იდეების გენერირება განვიხილეთ იდეის ფორმირების პროცესი, საიდანაც გვახსოვს, არტურ როკის, ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის და ინვესტორის, მათ შორის:  კომპანიების Intel, Apple Computer, Scientific Data Systems and Teledyne ადრეული ინვესტორის (რამაც ფაქტიურად განსაზღვრა ამ კომპანიების წარმატება) დარიგება:

“თუ ინვესტიციის მიღება გინდათ, უჩვენეთ, რომ შეგიძლიათ ბიზნესის აწყობა. შექმენით რაიმე მნიშვნელოვანი. რაიმე ახალი, ფულის გულისთვის კი არა, სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად. არ ააქვს მნიშვნელოვანი მაღალტექნოლოგიურ კომპანიას ქმნით თუ არაკომერციულ ორგანიზაციას. თუ წარმატებულ ბიზნესს შექმნით ინვესტორები დასწრებაზე იქნებიან თქვენთვის ფულის მოსაცემად”.

არტურ როკი. ბიზმესმენი და ინვესტორი.  (Arthur Rock).

ინოვაციური კომპანიების (Apple, AirBnb, Google, Facebook, Uber, Coca-Cola, IBM, Nike, Procter & Gamble and Whirlpool …)  წარმატებამ,  აშკარა გახადა ტექნოლოგიური კომპანიების მიერ ღირებულებების შექმნის დროს, ხელოვნების და დიზაინის სფეროში ფართოდ გავრცელებული, შემოქმედებითი აზროვნების მეთოდის გამოყენების საკითხი.

წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ, გენერირებული იდეიდან ინოვაციური პროდუქტების შექმნის ინსტრუმენტს, რომელიც ცნობილია “შემოქმედებითი აზროვნების” (Design Thinking) სახელით და  წარმოადგენს ინოვაციური იდეების პრაქტიკული განხორციელების სტრატეგიის ფორმირების პროცესს. სერვისების მუდმივი გაუმჯობესების კონტექსტში, იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს მისი შექმნის და მიწოდების ყველა სფეროში:  ოპერაციული ბიზნეს პროცესები, მომხმარებლის ინტერფეისი, მომხმარებელთან ურთიერთობა, საბოლოო მომხმარებელთან უკუკავშირი, მონაცემთა შექმნა, მონაცემთა დამუშავება და ა.შ.

Great design has that “wow” factor that makes products more desirable and services more appealing to users. #

ილუსტრაცია ქვემოთ ნათლად გვიჩვენებს, შემოქმედებითი აზროვნების შედეგად, ბიზნესის მომხმარებლის  ფორმირებით, მისთვის ღირებულების შექმნით და მიწოდებით როგორ არის შესაძლებელი ისეთი ბიზნეს მოდელის შექმნა, რომელსაც იდენტიფიცირებულ ბაზრის სეგმენტზე კონკურენტული უპირატესობა ექნება.

რა არის შემოქმედებითი აზროვნება (What is Design Thinking)

შემოქმედებითი აზროვნება არის მეთოდოლოგია რომელიც გვეხმარება გადავჭრათ კომპლექსური პრობლემები და ვიპოვოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება საბოლოო მომხმარებლისთვის.  შემოქმედებითი აზროვნება არ კონცენტრირდება პრობლემის გადაწყვეტაზე, მისი ფოკუსრება ხდება, მომხმარებლის პერსპექტივიდან იდეების გენერირებაზე და საუკეთესო გადაწყვეტის შექმნაზე. იგი განსხვავდება ტრადიციული დიზაინის მეთოდებისგან, რადგან მისთვის საკმარისი არაა ვიზუალური საოცრების შექმნა, მისი მიზანია ბიზნესის მომხმარებლისთვის უნიკალური  ღირებულების  შექმნა.

“Everything we have around us has been designed. Design ability is, in fact, one of the three fundamental dimensions of human intelligence. Design, science, and art form an ‘AND’ not an ‘OR’ relationship to create the incredible human cognitive ability.”

  • Science — finding similarities among things that are different
  • Art — finding differences among things that are similar
  • Design — creating feasible ‘wholes’ from infeasible ‘parts’

Nigel Cross (2007),  Designerly Ways of Knowing 

მაშასადამე შემოქმედებითი აზროვნება (Design Thinking) საბოლოო მომხმარებლის გამოწვევის შესწავლის, საჭიროებების  იდენტიფიცირების და მასზე რეაგირების შესაძლო გზების შემუშავების ინსტრუმენტია.  მის საფუძველზე ხდება ამოცანის ოპტიმალური გადაწყვეტის პროტოტიპის შექმნა და გამოცდა. შედეგების მიხედვით დგინდება, მომხმარებლისთვის სერვისის შექმნის და მიწოდების დაგეგმვა,  უპირატესად იტერაციული, განმეორებადი (Agile) მეთოდებით.

ბიზნესის მოდელირების  კლასიკური, პრობლემის ინოვაციურ გადაწყვეტაზე (CPS – creative problem-solving)  ორიენტირებულ  მეთოდის (Plan–Do–Check–Act) ხელოვნების და დიზაინის შექმნის მეთოლოგიასთან  ინტეგრაცია განვიხილეთ სტატიაში შემოქმედებითი აზროვნება და ინოვაციები  იგი ორიენტირებულია საბოლოო მომხმარებლის ღირებულების  ინოვაციური მეთოდებით მუდმივად გაუმჯობესებაზე და ნათლად ჩანს, რომ შემოქმედებითი აზროვნების (Design Thinking) პროცესში საზრიანობა ცენტრალური საკითხია (Creativity is central to the design process).

ზოგადად  შემოქმედებითი აზროვნების (Design Thinking) პროცესი მიდინარეობს 5 თანმიმდევრულ ეტაპად:

  1. Empathize (How do I Approach the Challenges  ?) –  გამოწვევის ანალიზი მომხმარებლის (საბოლოო მომხმარებლის !) პერსპექტივიდან;
  2. Define (How do I interpret my findings ?)
  3. IDEATE (What do we Create ?) –  იდეების გენერირება;
  4. Prototype (How do I build my Idea?) – გადაწყვეტილების პროტოტიპის შექმნა;
  5. Test (How do I improve the idea ?)  პროტოტიპის ტესტირება და დახვეწა.

სტატიაში მოკლედ განვილავთ მათ შინაარსს, ისინი დეტალურად აღიწერება სპეციალურ სტატიებში:

გათავისება (Empathize):  –  ბიზნესის იდენტიფიცირებული მომხმარების გამოწვევების (პრობლემა/შესაძლებლობა) შესწავლა; ამ ეტაპის მტავარი დევიზია: ისწავლეთ ხალხისგან (Laern from People) რომელიც შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა კვლევის მეთოდით მაგ. როგორიცაა  „Customer Journey Mapping“,  რომლის დროსაც მიმდინარეობს, არსებული პროცესის დეტალური შესწავლა და ანალიზი, რომელსაც სერვისის საბოლოო მომხმარებელი გადის მომსახურეობის მისაღებად.  მიდგომა რადიკალურად განსხვავდება “Lean Stratup” ისგან,  რომლის მიხედვითაც იქმნება ღირებულება და შემდეგ ხდება მისი ადაპტირება მომხმარებლების გარკვეულ სეგმენტზე. სტატიების ციკლში “ბიზნეს იდეიდან, ბიზნეს მოდელამდე“, ჩვენ მხარს ვუჭერთ საბოლოო მომხმარებლის პერსპექტივიდან,  ღირებულების შექმნის უპირატესობის საკითხს, რომლის დროსაც ხდება მომხმარებლის ღირებულების იდენტიფიცირება და მის საფუძველზე ბიზნეს მოდელის შექმნა.

განსაზღვრა (Define):  მომხმარების გამოწვევის (პრობლემა/შესაძლებლობა) ანალიზის შემდგომ საჭიროა საკითხის დეტალურად აღწერა, მისი წარმოშობის ძირეული მიზეზების აღმოჩენა, მის გამო გამოწვეული კონკრეტული  მოვლენების და მათზე რეაგირების მეთოდების განსაზღვრა.  ამ ეტაპზე გამოვიყენებთ ბიზნეს მოდელის შერჩეული მომხმარებლის პროფილისთვის შესაბამისი ღირებულებების იდენტიფიცირების ჩვენს მიერ შესაბამის სტატიებში განხილულ ინსტრუმენტებს.

იდეების გენერირება (Ideate): იდეების  გენერირების პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული პირველ ორ ეტაპის შედეგებთან;

პროტოტიპის შექმნა (Prototype): იდეების გაფილტვრის შედეგად, უნდა შემუშავდეს მომხმარებლის ღირებულების შესაბამისი გამოწვევის, საპასუხო იდეის პროტოტიპი  (სატესტო ვერსია). პროტოტიპის შექმნა გულისხმობს იდეისთვის ფიზიკური, ციფრული ან რაიმე ადვილად აღქმადი ფორმის მინიჭებას.

ტესტირება (Testing): ტესტირების პროცესში „მოწმდება“  შემუშავებული პროტოტიპი. მუშაობს თუ არა საწყისი იდეა თავდაპირველი  ჩანაფიქრის შესაბამისად? გამოიღო თუ არა ის შედეგი, რომელსაც ველოდით? არსებობს თუ არა დამატებითი ხარვეზი ან პრობლემა, რომელიც შეიძლება პროდუქტის ან სერვისის განხორციელებამდე გამოსწორდეს? პროტოტიპის ტესტირების პროცესი საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები და უარი ვთქვათ ან დავხვეწოთ არაპრაქტიკული კომპონენტები.

შეჯამების სახით ვთქვათ, რომ შემოქმედებითი აზროვნების (Design Thinking) პროცესი,

შეჯამების სახით ვთქვათ, რომ შემოქმედებითი აზროვნების (Design Thinking) პროცესი,  იკვლევს გამოწვევებს და მის გარემოს, კითხვების დასმით რა (What ?) და რატომ (Why ?),  მის საფუძველზე შეიმუშავებს შესაძლებლობების ნაკრებს, ახორციელებს იდეების გენერირებას (რა იქნება თუ ? – What if ?) და კითხვაზე პასუხით როგორ ? (How ?) მათი გადაწყვეტის ხერხების შემუშავებას.  შედეგი მუდმივად უმჯობესდება, მისი ტესტირების დროს  (რა მუშაობს? /არ მუშაობს?What Works / Don’t Works ?) მიღებული უკუკავშირის საფუძველზე.  პროცესი დეტალურად განხილულია სტატიაში შემოქმედებითი აზროვნების პროცესი

 

რა უნდა გვახსოვდეს?

ჩვენ ხშირად ვცდილობთ გადავჭრათ სრულიად განსხვავებული საკითხები, უკვე ნაცადი მეთოდით, რასაც მივყავართ რესურსების  არაეფექტურ ხარჯვამდე.  თავიდან რომ ავიცილოთ აღნისნული გარემოებ,ა წინასწარ უნდა მოვახდინოთ ბიზნეს გარემოს შეფასება და ვიხელმძღვანელოთ მისი შეფასების ეფექტური მეთოდით. შემოქმედებითი აზროვნება შეიძლება მიმდინარეობდეს ორ განსხვავებულ – ცნობილ და უცნობ ბიზნეს გარემოში. მათ შესასწავლად გამოიყენება დედუქციური  (Deductive research) და ინდუქციური კვლევის (Inductive researchმეთოდები.

დედუქციური  (Deductive research) და ინდუქციური კვლევის მეთოდები (Inductive research)

დედუქციური კვლევის მეთოდი (Deductive research) ზოგადი თეორიიდან ადგენს კონკრეტულ ფაქტებს (top-down approach).

დედუქციური კვლევის მეთოდით (Deductive research) კვლევის დროს, არგუმენტები მიიღება არსებული, ცხადი ფაქტების ანალიზით, რომელთა საფუძველზეც კეთდება დასკვნები, რომელთა საფუძველზე კეთდება კონკრეტული რეკომენდაციები. როგორც ვხდედავთ, რეკომენდაციები კეთდება პროცესის ბოლოს რაც ითხოვს, ჩართული მხარეების მაქსიმალურ ინფორმირებას, რადგან თუ დასკვნები მცდარია ან ვერ შეთანხმდება, ჩართულ მხარეებს შორის, კვლევის მიმდინარეობის პროცესში, არსებობს საფრთხე გადაწყვეტილების გამოწვევასთან არაადეკვატურობის ან მისი ვერ შეთანხმების.  მეთოდის გამოიყენება ეფექტურია ცნობილ ბიზნეს გარემოში ამოცანების გადაწყვეტის დროს.

Statement: Hence, it’s not a good idea to use the deductive style in client presentations. (Notice the ‘Statement’  follows a deductive approach) #

IndDed

სინთეზის ოპერაცია მოიაზრებს ცალკეული ელემენტების, საგანთა თვისებების ერთ მთლიანობაში გაერთიანებას, ერთ შინაარსად შეკვრას. Wikipedia

ინდუქციური (სინთეზური) კვლევის მეთოდი (Inductive research) კონკრეტული ფაქტების საფუძველზე ადგენს ზოგად (გენერალურ) თეორიას (bottom-up approach). კერძო შემთხვევების კვლევით, ანალიზით და დაჯგუფებით,  ხდება ზოგადი, ფართო სურათის ფორმულირება. ინდუქციური ანალიზის მსვლელობის დროს, საკითხის ფართო განხილვის გამო, მისი ძირითადი გარემოებები ადვილად ამახსოვრდება ჩართულ მხარეებს. რაც მათგან მოითხოვს სამუშაო პროცესში აქტიურ ჩართულობას. განხილვის დროს თუ, გამოწვევის არსის და მასზე რეაგირების ხერხზე ვერ მოხდება შეთანხმება, განიხილება სხვა ალტერნატივები და საბოლო ჯამში მიიღწევა ფართე კონსესუსი ჩართულ მხარეებს შორის.  ცხადია, ერთი რეკომენდაცია შეიძლება დასაბუთდეს სხვადასხვა მოსაზრებით და შეირჩეს ოპტიმალური გადაწყვეტის გზა.

Statement: Always use ‘inductive’ approach for presentation to clients. #

ქვემოთ მოცემული ცხრილი დაგეხმარებათ, მიიღოთ გადაწყვეტილება რომელი ანალიტიკური მოდელი გამოიყენოთ, ბიზნესის მოდელირების დროს,  ტრადიციული – წრფივი თუ იტერაციული შემოქმედებითი აზროვნების (Design Thinking)- მეთოდი, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება, იდუქტიურ კვლევის (Inductive Research) – მეთოდს.

Challenges Best Suited for Design Thinking University of Virginia #1 ბიზნესის მოდელირების იტერაციული, შემოქმედებითი აზროვნების მოდელი  (Inductive Research) ბიზნესის მოდელირების ტრადიციული, წრფივი ანალიტიკური მეთოდი (Deductive Research)
გამოწვევა ადამიანებისთვის საჭიროა მომხმარებლების საჭიროებების გამოვლენა.
გამოწვევა გავლენა ახდენს ბიზნესის მომხმარებელთა დიდ და მრავალფეროვან სეგმენტებზე
გამოწვევა გავლენა ახდენს ბიზნესის მომხმარებელთა მცირე სეგმენტზე
გამოწვევის და მასზე რეაგირების მეთოდების  სიცხადე ჩართულ მარეებს შორის საჭიროა გამოწვევის შესწავლა, რეაგირების გზების შემუშავება და შეთანხმება ჩართულ მხარეებს შორის გამოწვევის მიზეზები და რეაგირების მეთოდები ზუსტად არის იდენტიფიცირებული და შეთანხმება ჩართულ მხარეებს შორის
გამოწვევის ბუნდოვნების ხარისხი ადგილი ააქვს ბევრ ბუნდოვან საკითხს. ისტორიული მონაცემები არ გვადგება ისტორიული მონაცემები საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მომავლის პროგნოზირება
რა მონაცემები არსებობს გამოწვევის გარშემო არა გვაქვს საკმარისი და ზუსტი  მონაცემები ანალიზისთვის გვაქვს საკმარისი და ზუსტი მონაცემები ანალიზისთვის

პრაქტიკაში, მაქსიმალურად ნათელი სურათის მისაღებად, Deductive და inductive კვლევის მეთოდები, ერთიანდება მუდმივად განახლებად იტერაციულ  (Agile) პროცესში – თეორიიდან, კვლევის პრაქტიკულ შედეგებამდე და პრაქტიკული, ემპირიული შედეგებიდან თეორიამდე.

თანამედროვე ფსიქოლოგიაში გამოიყოფა აზროვნების შემდეგი, ჩვენთვის სტატიის ფარგლებში საინტერესო სახეები ( Wikipedia):

  • შემოქმედებითი აზროვნება – ემსახურება ახალი კანონზომიერებების აღმოჩენას. მიმართლია ახალი იდეების შექმნაზე.
  • კრიტიკული აზროვნება – ორიენტირებულია უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმებაზე, არსებული ნაკლოვანებების გამოვლენაზე.
  • პროდუქტული აზროვნება – მისი მეშვეობით მიიღება სრულიად ახალი ცოდნა, გამოცდილება.
  •  რეპროდუქტული აზროვნება – პრობლემის გადაჭრისას ეყრდნობა უკვე მზა ჩვევას, გამოცდილ სქემას.

Related imageწინამდებარე სტატიაში ჩვენ განვიხილეთ შემოქმედებითი აზროვნების  (Design Thinking) პროცესის საფუძვლები. შემდეგ სტატიებში განვიხილავთ პროცესის თვითეულ ნაბიჯს უფრო დეტალურად და შევამოწმებთ მას პრაქტიკულ მაგალითებზე.

Wharton Innovation & Design club

მითები შემოქმედებითი აზროვნების შესახებ  (Design Thinking Myths):

Myth 1:  Design thinking is only for “design” projects

Reality 1: Design thinking is when you create a thoughtful experience in every customer interaction, that is, before, during, and after using your product or service.

Myth 2: Design thinking is just a process

Reality 2: Yes, design thinking is a process. But more importantly,
it is a mindset. This mindset includes these core tenets:

  • Bias toward action – taking small concrete steps to move your project
    one step forward
  • Learner’s mindset – accepting that the first solution is rarely (if ever) the right solution and that innovation requires iteration
  • Encouraging disparate viewpoints – getting a holistic perspective on problems and solutions

Myth 3: Design thinking is someone else’s job

Reality 3: Creating thoughtful experiences for customers is everyone’s job. Design thinking provides a set of tools and mindsets to embrace customer-centric product or service-development. #

ინფორმაციული წყაროები:

  1. აზროვნება, მისი საგანი და სახეები #1
  2. What is Design Thinking anyways? #1, #2
  3. How Design Thinking Adds Value to Innovation #1
  4. Design Thinking as a Strategy for Innovation #1, #2 #3
  5. Design Thinking is Killing Creativity #1
  6. What Is The Difference Between Design Thinking And Service Design Thinking? #1
  7. Three Go-To Resources on Design Thinking #1
  8. Up On The Wall: How Working Walls Unlock Creative Insight (Working Walls And Design Thinking) #1
  9. 4 Challenges Best Suited for Design Thinking University of Virginia #1
  10. Inductive & deductive reasoning #1, #2, #3, #4, #5, #6
  11. List of cognitive biases #1, #2, #3, #4, #5
  12. Communications 101: Public Speaking #1
  13. Post-Agile: A Design Thinking Approach to Software Development #1
  14. Innovation: It’s Not The Idea, It’s What You Do With It #1
  15. The 51 Coolest Side Projects We’ve Ever Seen #1
  16. Start with why — how great leaders inspire action | Simon Sinek | TEDxPugetSound
  17. Business Framework #1
  18. Customer Journey Maps #1
  19. The Difference Between a Puzzle and a Mystery #1

კითხვები:

  1. რა არის შემოქმედებითი აზროვნება (What is Design Thinking)?
  2. რა განსხვავებაა შემოქმედებითი აზროვნებასა (Design Thinking) და სერვისის მოდელირებას (Service Design) შორის?
  3. რა კავშირია შემოქმედებითი აზროვნებასა (Design Thinking) და სერვისის მოდელირებას (Service Design) შორის?
  4. ჩამოთვალეთ შემოქმედებითი აზროვნების (Design Thinking) პროცესის ნაბიჯები;
  5. ახსენით შემოქმედებითი აზროვნების (Design Thinking) პროცესის ნაბიჯები;
  6. რა კავშირი აქვს შემოქმედებითი აზროვნების (Design Thinking) პროცესს პროდუქტების და სერვისების იტერაციულ (Agile) მეთოდთან ?;
  7. რას წარმოადგენს დედუქციური კვლევის მეთოდი (Deductive research)?
  8. რას წარმოადგენს ინდუქციური კვლევის მეთოდი (Inductive research)?

Advertisements

3 thoughts on “DT#1.1 შემოქმედებითი აზროვნება (Design Thinking)

  1. Pingback: IM#1.5 შემოქმედებითი აზროვნება და ინოვაციები (Design Thinking and Innovations) | IN@TIMES

  2. Pingback: DT#1.2 შემოქმედებითი აზროვნების პროცესი (Design Thinking Process) | IN@TIMES

  3. Pingback: DT#1.2 შემოქმედებითი აზროვნების პროცესი (Design Thinking Process) | IN@TIMES

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s