BM / BMC / IM

BMC#2.3 იდეების გენერირება (Ideation)

“To a person with only a hammer and no understanding, every problem looks like a nail” –   The Science of Success 

სტატიების ციკლში  ბიზნეს იდეიდან ბიზნეს მოდელამდე  განვიხილეთ ის ინსტრუმენტები რომლის საშუალებითაც შესაძლებელია  იდეის ბიზნეს მოდელად გადაქცევა და  ბიზნესის შექმნა. მაგრამ რა ვქნათ თუ არ გვაქვს ბიზნეს იდეა? როგორ მოვახდინოთ ჩვენის ოცნების ბიზნესის შესაბამისი იდეის გენერირება?

იდეების გენერირება,  ფილტრაცია და ანალიზი

სტატიაში ღირებულება მომხმარებლისთვის  ავღნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნეს იდეის შესაბამისი მომხმარებელის  (ბიზნესის მომხმარებლები),  იდენტიფიცირება, რადგან ღირებულება არის მიზეზი, რომლის გამოც კონკრეტული მომხმარებელი აკეთებს არჩევანს, პროდუქტის/სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შორის. ბიზნეს იდეის შესაბამისი ბიზნეს მოდელი უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას.

გონებამახვილური იდეების გენერირება და ფორმირება, ზოგადად სამ თაანმიმდევრულ ეტაპად მიმდინარეობს: –  1  იდეების გენერირება (Discovery),  2. იდეების ფილტრაცია და დაჯგუფება (Filtering)  და 3.  იდეების ანალიზი (Analysis).

 

Discovery – იდეების გენერირება

სტატიაში ინოვაციურობის გასაღები  ავღნიშნეთ, რომ  ბიზნეს იდეის გენერირებისთვის, უნდა მოვახდინოთ ჭკვიანური,  სულელური,  რეალისტური, უტოპიური იდეების ჩაწერა. ჩანაწერები უნდა ვაკეთოთ ტექსტით, სურათებით, სიმბოლოებით. ქაღალდზე, ხელსახოცზე, პლანშეტში.  რესტორანში, მეტროში ლექციაზე,  გართობის და სირბილის დროს.  არ შეიზღუდოთ მათი რაოდენობით. უბრალოდ უნდა შემოსაზღვროთ თქვენი ინტერესის და მიმართულების არეალი (Creativity loves Constraints) , რადგან იდეების გენერირება გახდეს, ღირებულების შექმნაზე კონცენტრირებული და არა სივრცეში გაფანტული პროცესი.

იდეების გენერირების დროს უნდა დავსვათ კითხვა: როგორ შეიძლება საკითხი მოგვარდეს და არა იმუშავებს თუ არა.  პროცესი ეფექტურია  წარიმართოს შემდეგი თანმიმდევრობით:

  1. Choosing your interest area –  ინტერესების სფეროს შერჩევა;
  2. Ways of finding opportunities – შესაძლებლობების გამოვლენა შემდეგი ხერხებით:
    • Needs – მომხმარებლის ინტერვიურებით, მომხმარებლის იმ საჭიროებების გამოვლენა რის საფუძველზეც შეიქმნება ღირებულება, რომელსაც მომხმარებელი შეიძენს  (და არა სურვილები Wants).  მომხმარებლის მიერ ანალოგიური სერვისებით სარგებლობის არსებული სისუტეების და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება (SWOT Analysis);
    • Gaps – მომხმარებლის არსებულ შეთავაზებას  და მის საჭიროების შესაბამის მდგომარეოებს შორის თავისუფალი სივრცის გამოვლენა. არსებული ან ახალი მომხმარებლის მიერ, ღირებლების მიღების არსებული ბარიერების იდენტიფიცირება და მისი შემცირების და გაქრობის შესაძლებლობის ანალიზი;
  3. Turning needs and gaps into ideas – საჭიროებების (Needs) და თავისუფალი სივრცის (GAPS)  იდეებში გადაქცევა;
  4. Activities to brainstorm – გენერირებული იდეების განხილვა ინფორმაციის მოპოვების და ანალიზის ინსტრუმენტებით, რომელთა წარმართვის დროს უნდა ავირიდოთ შემდეგი კითხვების დასმა:
    • ვიყოთ რეალისტები რადგან:  ეს ტექნიკურად ან რაიმე მიზეზით შეუძლებელია ასე არ იმუშავებს ძალიან ძვირია;
    • არ არსებობს პრეცედენტი: ადამიანებს არ მოეწონებათ. ჯერ არავის არ გაუკეთებია ასე. ასე უკვე 25 წელი მუშაობს და რატომ ვიგონებთ ახალს;
    • პრობლემა იმაშია რომ: ჩვენ ასე გადავწყვიტავთ მომხმარებლის პრობლემის ნაწილს.  არა არსებობს ეფექტური გადაწყვეტილება. მე მაქვს უკეთესი იდეა.

არამედ იყავით ინოვატორი და პრობლემების გადაწყვეტაზე და შესაძლებლობების გამოყენებაზე ორიენტირებული საზრიანი მეწარმე.

Needs: Needs are ways that current customers of the market are being underserved relative to their desired conditions. A needs assessment can be used to determining and addressing the discrepancy between the current condition and desired condition.

Ways of performing a needs assessment (MIT Launch X):

  1. Listen to your customers — Determine ideal customers in the segment and interview them about their needs and frustrations. Be sure not to be leading — ask open ended questions.
  2. Watch your competitors — Look at both top companies and newly hyped companies in the industry and assess their strengths and weaknesses. Ask some passionate customers about ways that they wish the offerings served them better.
  3. Keep up with legislation — Check quickly if there are any new governmental regulations that may present any new needs, or may limit what you are able to do within the space. Currently, drones are an example of a highly regulated field, that the regulations may limit certain startup opportunities.

Gaps: Gaps represent opportunities to appeal to a specific niche group of customers in a more specialized way. These can be assessed by determining where certain customers are underserved in the market by not having the skills or access to current offerings.

Assessing market gaps:

  1. Choose a specific type of offering or industry category
  2. Determine current customers
  3. Assess barriers to being a customer — Determine if there are certain skills, access, awareness, etc that makes the offering accessible to these customers, but permits it from being desirable or accessible to others
  4. Determine what other customers would adopt — If offerings were easier to use, more accessible, or otherwise barriers lowered, what customers might you want to target. Examples might include

იდეების ფილტრაცია და დაჯგუფება (Filtering)

გადაიტანეთ გენერირებული იდეები, იდეების რვეულში, Google Doc- ში, აუდიო ჩამწერში და შეაგროვეთ ისინი იდეების ერთ საერთო ჟურნალში.

7.png

წარნმატების სტრატეგია

ნუ ჩქარობთ იდეები  შეაფასოთ მათი გაჩენისთანავე,  ნუ დაყოფთ იდეებს კარგებად (Good Idea) და ცუდებად (Bad Idea),  დააფიქსირეთ ყველა მათგანი შემდგომი ანალიზისთვის. შედეგები შეიძლება ფანტასტიკური იყოს. თქვენ გაოცდებით როგორ დაიწყებენ თქვენი იდეები გაზრდას, ერთმანეთის შევსებას და განვითარებას. იდეების ჟურნალი (Idea Journal) თქვენ დაგეხმარებათ:

  • დაიმახსოვროთ, დააჯგუფოდ  და განავითაროთ იდეები;
  • მოახდინოთ შეცდომების და წარმატებების ანალიზი;
  • მოახდინოს თქვენი ქმედებების მოტივაცია;
  • განავითაროს თქვენი, როგორც მკვლევარის უნარ ჩვევები.

ორი სიტყვა (Two Words)

თუ გიჭირთ იდეის მოფიქრება, მაშინ ასე მოიქეცით: გადაშალეთ წიგნი ან  გახსენით web საიტი (სასურველია იყოს თქვენი ინტერესების სფეროდან). აირჩიეთ ნებისმიერი ორი სიტყვა ერთი და იგივე ან სხვადასხვა გვერდიდან.  შედეგად მიიღეთ თქვენი ჰიპოტეტური ბიზნეს იდეა.  ახლა დაფიქრდით:

ცუდი იდეა (Bad Idea)

  • შეარჩიეთ სფერო რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ;
  • მოიფიქრეთ “საშინელი”, ერთი შეხედვით არარეალური და სულელური იდეა;
  • დაფიქრდით და გარდაქმენით იგი კარგ, რეალურ იდეად;

იდეების ჟურნალში დარეგისტრირებულ იდეებს სჭირდება დახარისხება, დაჯგუფება და თქვენი ინტერესის სფეროსადმი მისადაგება. აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტა გაგვიადვილდება, თუ დავსვავთ შემდეგ კითხვას:   რა ფაქტორებით შეაფასებენ ბინზესს იდეას და ბიზნეს მოდელს ივესტორები?

იდეების ანალიზი (Analysis)

პრაქტიკაში რეგისტრირებული იდეების შეფასება ხდება ორი განზომილებით:

  1. ბიზნეს იდეის პოტენციალი (Potential) – თქვენ შეგიძლიათ შექმნათ  ღირებულება, რომელსაც ჰყავს მომხმარებელი
    1. თქვენ არ ქმნით მხოლოდ პროდუქტს, თქვენ ქმნით და აწოდებთ ღირებულებას კონკრეტული მომხმარებლებს;
    2. მოახდენს თუ არა ბიზნეს მოდელი რეალური პრობლემის მოგვარებას ?
    3. თუ არსებობს მომზმარებლების  საკმარისი რაოდენობა,  რომ ღირდეს პრობლემის მოგვარებაში ინვესტირება ?
    4. გადაიხდიან მომზმარებლები თქვენს მიერ შეთავაზებულ ღირებულებაში ?
    5. შესაძლებელია თუ არა იდენტიფიცირებული მომხმარებლის პროფილისთვის, კონკურენტებისგან განსხვავებული, რთულად განმეორებადი ღირებულების შექმნა ?
    6. შესაძლებელია თუ არა ბიზნესის ვერტიკალური და ჰორიზონტალური გაფართოება ?
  2.  იდეის თქვენს შესაძლებლობებთან შესაბამისობა (Fit) – თქვენი შესაძლებლობები, შესაძლებელს გახდის იდეის ბიზნესად გადაქცევას
    1. როგორ ხართ გატაცებული და გჯერათ თქვენი იდეის ?
    2. რა ენთუზია იჩენთ პრობლემის მოსაგვარებლად ?
    3. დაფუძნებულია თუ არა თქვენი იდეა თქვენს ძლიერ შესაძლებლობებზე თუ გჭირდებათ გარე რესურსების მობილიზება ?

აღნიშნული განზომილებების მიხედვით მოახდინეთ იდეების გამოყოფა და მათზე კონცენტრირება. დიაგრამაზე ქვემოთ, ბუნებრივია მარჯვენა ზედა კუთხეში მოხვედრილი იდეების მაღალი პრიორიტეტით ისარგებლებს და მასში ინვესტიციების მოზიდვის უფრო მარალი შანსი გაქვთ, თუმცა ვინ იცის ? ეს მხოლოდ ვარაუდია !!!

image of 2x2 matrix with x-axis of fit and y-axis of potential, indicating to find your top ideas where there is high fit and high potentialიდეების გაზიარება

თქვენი იდეების გაზიარებამ შესაძლებელია დიდი სარგებელი მოგცეთ მის ჩამოყალიბებაში, მომხმარებლისს პროფილის იდენტიფიცირება, მისთვის ღირებულების შექმნა,  მიწოდება, შეუძლებელია იდეების მრავალჯერადი დამუშავების გარეშე. ეს საკითხები თანმიმდევრულად გავიარეთ სტატიების ციკლში:  ბიზნეს იდეიდან ბიზნეს მოდელამდე.  აქ მხოლოდ ავღნიშნავთ, რომ სტარტაპერები როგორც წესი ნერვიულობენ იდეების გაზიარების გამო, რადგან ფიქრობენ, რომ მათი იდეა შესაძლებელია ვინმემ სხვამ მიითვისოს. რა თქმა უნდა არსებობს ასეთი საშიშროება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:

  1. სტარტაპის წარმატება, დამოკიდებულია არა თვითონ იდეის ქონაზე, არამედ  ბიზნეს იდეიდან ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაზე. რაც საკმაოდ შრმატევადი სამუშაოა;
  2. სტარტაპების სამყაროში, რადგან ურთიერთობა, იდეების გაზიარება და შენიშვნების მიღება მოგიწევთ პოტენციურ მომხმარებლებთან, ინვესტორებთან, პარტნიორებთან და ა.შ, თქვენი იდეის მითვისების საფრთხე არსებობს. მეორე მხრივ თქვენც შეიძლება ისარგებლოთ სხვისი იდეით ან მისი რომელი კომპონენტით თქვენი იდეის სრულყოფისთვიც.
  3. იდეებით გაზიარებით და შენიშვნებით მიღებული სარგებელი, გაცილებით აღემატება იდეის დაკარგვის შანსს.
  4. მხოლოდ სწარაფი და ეფექტური მომქმედებით შეიძლება შეამციროთ იდეის დაკარგვის  საფრთხე. მეორე მხრივ კონკურენტები გაიძულებენ ან სწრაფად იმოქმედოთ ან გახვიდეთ თამაშიდან.

როგორც სტატიაში  საზრიანობა ინოვაციები და მეწარმე ვნახეთ,  ბილ გროსს-ის კვლევა უჩვენებს რომ ფაქტორებიდან: პროდუქტის დროულობა,  გუნდი, იდეა, ბიზნეს მოდელი , ბიზნესის წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს,  ბიზნეს მოდელის მომხმარებლისთვის ღირებულების მიწოდების ზუსტად შერჩეული დრო.

დიახ ბიზნეს იდეიდან ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება ძალიან შრომატევადი პროცესის.. ვინმემ თქვა რომ თქვენი ოცნების ბიზნესის შექმნა ადვილი იქნება ?!

ინფორმაციული წყაროები:

  1. Generating New Ideas #1 #2
  2. 18 Google products that bombed, died or disappeared #1
  3. These are the books that every job seeker should read #1
  4. Qualitative vs. Quantitative #1
  5. Marissa Mayer-Creativity Loves Constraint #1, #2
  6. A New Way to Look at Competitors #1
  7. Finding and solving high-value, underserved problems #1
  8. Strategic fit #1
  9. The single biggest reason why startups succeed – By Bill Gross #1
  10. Idea generation is all about persistence #1

კითხვები:

  1. ჩამოთვალეთ გონებამახვილური იდეების გენერირების და ფორმირების ნაბიჯები. განმარტეთ ისინი;
  2. გამოიყენეთ ტექნიკა “ორი სიტყვა” და  მოახდინეთ თქვენი იდეის გენერირება;
  3. გამოიყენეთ ტექნიკა “ცუდი იდეა” და  მოახდინეთ თქვენი იდეის გენერირება;
  4. 10 ideas — დაასახელეთ 10 იდეა სტატიაში მოყვანილი პროცესის გამოყენებით;
  5. Problem Statement – მოახდინეთ თქვენი იდეების ანალიზი ბიზნეს იდეის პოტენციალის (Potential) იდეის თქვენს შესაძლებლობებთან შესაბამისობის (Fit) კრიტერიუმებით.

 

Advertisements

2 thoughts on “BMC#2.3 იდეების გენერირება (Ideation)

  1. Pingback: BMC#2.2 საზრიანობა ინოვაციები და მეწარმე (Creativity and Entrepreneurship) | IN@TIMES

  2. Pingback: BMC#2.2 საზრიანობა ინოვაციები და მეწარმე (Creativity and Entrepreneurship) | IN@TIMES

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s