BM / BMC / IM

BMC#2.2 საზრიანობა ინოვაციები და მეწარმე (Creativity and Entrepreneurship)

“რეპუტაციას ვერ შეიქმნი იმით, რის გაკეთებასაც მხოლოდ აპირებ” – ჰენრი ფორდი (Henry ford)

წინამდებარე სტატიაში ფაქტიურად თავს ვუყრით მოსაზრებებს მეწარმეობის შესახებ, რომელიც გამოთქმული იქნა სტატიების სერიაში ბიზნეს იდეიდან ბიზნეს მოდელამდე და ინოვაციები და ინოვაციების მართვის კონცეფცია.

წინ წავიმძღვაროთ, არტურ როკის, ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის და ინვესტორის, მათ შორის:  კომპანიების Intel, Apple Computer, Scientific Data Systems and Teledyne ადრეული ინვესტორის (რამაც ფაქტიურად განსაზღვრა ამ კომპანიების წარმატება) დარიგება:

“თუ ინვესტიციის მიღება გინდათ, უჩვენეთ, რომ შეგიძლიათ ბიზნესის აწყობა. შექმენით რაიმე მნიშვნელოვანი. რაიმე ახალი, ფულის გულისთვის კი არა, სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად. არ ააქვს მნიშვნელოვანი მაღალტექნოლოგიურ კომპანიას ქმნით თუ არაკომერციულ ორგანიზაციას. თუ წარმატებულ ბიზნესს შექმნით ინვესტორები დასწრებაზე იქნებიან თქვენთვის ფულის მოსაცემად”.

არტურ როკი. ბიზმესმენი და ინვესტორი.  (Arthur Rock).

გამოგონება, ინოვაცია და მეწარმე (Invention and Innovation)

როგორც სტატიაში ინოვაციები და ინოვაციების მართვის კონცეფცია  ავღნიშნეთ, საზრიანობის (Creativity) შედეგად მიღებული გამოგონება (Invention), შეიძლება შევადაროთ რაიმე ახალის გამოგონების პროცესს,  ინოვაცია (Innovation) კი არის პროცესების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ახალ მოწყობილობას, მეთოდს ან მასალას კომერციული და პრაქტიკული მიზნით გამოყენებისთვის. უზრუნველყოფს გამოგონების პრაქტიკულ გამოყენებას.

მეორე მხრივ, როგორც სტატიაში ბიზნეს იდეიდან ბიზნეს მოდელამდე ვამბობდით: “მეწარმეობა (Entrepreneurship) არის, მეწარმის კონტროლის ქვეშ (და არა ხელთ) არსებული რესურსებით, შესაძლებლობის რეალიზების უნარი” (#)

“Entrepreneurship is the Pursuit of Opportunity beyond Resources controlled”

Howard Stevenson (#), HBS professor, Book “Breakthrough Entrepreneurship” 

მაშასადამე, მეწარმის უნარი გამოჩინოს გამძლეობა, ამოცანაზე ფოკუსირება, პოზიტიური განწყობა, დასახული მიზნების შესრულების დისციპლინა, მიზნის ღირებულების რწმენა, სამუშაოების ორგანიზება და რეალური ქმედებების განხორციელება,  განსაზღვრავს  კონკრეტული მომხმარებლისთვის მისგან ღირებულების შექმნის,  მიწოდების და ურთიერთსასარგებლო ბიზნეს მოდელის წარმატებას.

მეწარმისათვის ბიზნესის მომხმარებლის იდენტიფიცირება და მისი საჭიროებების შესაბამისი ღირებულების შექმნად  და მომხმარებლისთვის მიწოდება საკვანძო საკითხებია და განიხილება შესაბამის სტატიებში.

საზრიანობა (Creativity) და მისი შეფასება

საზრიანობა (Creativity) გამოგონების (Invention) საშუალებით ინოვაციების (Innovations) მიღწევის გზაა.  მეორე მხრივ საზრიანობა გენერირებული იდეების ფუნქციაა.  საზრიანობის არამიზნობრივი ხარჯვის შემცირება შესაძლებელია იდეების ჟურნალით, რადგან შესაძლებელია მასში არსებული უსისტემო ჩანაწერების გაერთიანება, განცალკევება და კომბინირება. რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ინოვაციური იდეის გენერირებას.

აქ უნდა ავღნიშნოთ, რომ საზრიანობას უყვარს კონცენტრირება (Creativity Loves Constraint), რადგან არაეფექტურია იფიქროთ ყველაფერზე ერთად. არაფერი არ გიშლით ხელს ჩაიწეროთ თქვენი იდეები იდეების ჟურნალში, მაგრამ იდენტიფიცირებული უნდა გქონდეთ ის სფეროები და მიზნები სადაც თქვენი შინაგანი, ინდივიდუალური ძალა მოგიწოდებთ იმუშავოთ და შექმნათ ღირებულება.

ამ მიზნით, თქვენ უნდა გამოავლინოთ, შემდეგი არამარტივი საკითხები ( MIT Launch X – Becoming an Entrepreneur):

  • Knowing yourself, and what you care about –  საკუთარი სამყაროს შეცნობა და ღირებულებების იდენტიფიკაცია;
  • Focusing on the problem to be solved, instead of the solution – უპირველეს ყოვლიას ფოკუსირება მოახდინეთ, პრობლემის გადაწყვეტაზე და არა გადაწყვეტილების მომზადებაზე;
  • Ensuring that what you come up with is a “need to have” instead of a “nice to have” or just a “want” – დარწმუნდით რომ  თქვენ აგვარებთ  მომხმარებლის რეალურ პრობლემას (Need to have), ქმნით მისთვის საჭირო ღირებულებას და არა ზოგად სურვილს (Nice to have );
  • Following a process — both for ideation and validating the need through market research – იდეების გენერირება, შემოწმება და ბიზნეს მოდელის აგება განაწყვეტლად აწარმოეთ რეალურ მომხმარებლებთან ურთიერთობით და ბაზარზე გამოცდით;

საზრიანობის შეფასება შესაძლებელია შემდეგი კრიტერიუმებით – (Divergent thinking):

  1. Fluency – the number of ideas per time unit – დროის ერთეულში გენერირებული იდეების  რაოდენობა;
  2. Originality – the degree of newness of the ideas- გენერირებული იდეების სიახლის და განსხვავებულობის დონე;
  3. Flexibility – the variety of the ideas. Often measured as the number of categories you can fit the ideas in –  გენერირებული იდეების თემატური განხსვავებულობა და თემების მიხედვით დაჯგუფების შესაძლებლობა.

საზრიანობის შემადგენელი კომპონენტები

მეწარმე, მეწამეობა და გარემო

განვიხილოთ რამოდენიმე გარემოება, მეწარმის  მეწამეობის და ოპერირების გარემოს შესახებ

გამოცდილება და ნდობა (Experience/Credibility)

ექსპერიმენტებმა Marshmallow Challenge – ფარგლებში,  რომლის ძირითადი მიზანი იყო მიზნის მიღწევა დროის დადგენილ დროში აჩვენა რომ ყველაზე კარგრეზულტატს აღწევდნენ სკოლის ბავშვები და ყველაზე ცუდ რეზულტატს ბიზნეს სკოლების ახალდამტავრებული სტუდენტები. შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ სტუდენტებს ახლად მიღებული თეორიული ცოდნა უბიძგებს,  იპოვნონ ერთო კონკრეტული გზა მიზნის მისაღწევად, გვერდზე არ გაიხედონ, არ შეაფასონ სხვა შესაძლებლობები. ბავშვები კი მათი ბუნებრივი თავისუფლების გამო იგონებენ მრავალფეროვან გზებს მიზნის მისაღწევათ, მათ ხელს არ უშლის საკუთარი გამოცდილება და სხვისი გამოცდილება, გაზიარებული პროფესორების მიერ, რომელმაც იმუშავა სხვა გარემოში, სხვა პირობებში და აბსოლიტურად არ შეესაბამება თანამედროვე პირობებს. ბავშვები დროის იგივე მონაკვეთში, ქმნიან გადაწყვეტილების რამოდენიმე პროტოტიპს და ახდენენ მათ გაუმჯობესებას და კომბინირებას. სტუდენტები ცდილობენ, ერთი არჩეული გადაწვეტილებაზე მუშაობას.

პირველ შემთხვევაში, გუნდის წევრები მრავალფეროვანი შეთავაზებების გამო,  ცდილობენ საბოლოო გადაწყვეტილების შეჯერებას, აქედან იზრდება გუნდის ჩართულობა და წარმადობა, რომლის ხარისხი დაბალია სტუდენტების შემთხვევაში, ჯგუფში შესაძლო დომინანტური იდეის განვითარების და მის მიმართ სხვა წევრების არგამოხატული სკეპტიციზმის გამო.  ანალოგიური განსხვავება შეინიშნება დიდი კორპორაციებს და ახალ სტარტაპებში ინოვაციების დანერგვის საკითხში (ნახეთ სტატია).

ამ მიზეზით გამოცდილების არ ქონა, არ არის დამაბრკოლებელი მეწარმისათვის, მისი მოპოვება შესაძლებელია კარგი, ადეკვატური გუნდის შექმნით და მიზანმიმართული მოქმედებით.

დაფინანსება (Funding)

თუ გადავხედავთ საინვესტიციო ფონდების მიერ გაცემული სესხების სტატისტიკას (Kauffman Foundation, Small Business Association)  სტარტაპის პირველადი ინვესტიცია შემდეგ დიაპაზონშია $10,000 – $30,000. თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველადი ინვესტიცია როგორც წესი ხორციელდება, სესხით მეგობრების, ოჯახის წევრების და იშვიათად ბანკების დახმარებით, ეს ციფრი შეიძლება კიდევ პატარა იყოს.

იდეის ინოვაციურობა (Innovation/Idea)

თქვენი იდეა არაა აუცილებელი იყოს ახალი.  თქვენი ბიზნეს მოდელი შეიძლება დააფუძნოთ უკვე არსებულ იდეაზე, გაითვალისწინოთ  არსებული კომპანიების დადებითი და უარყოფითი ფაქტორები და შექნათ თქვენი ბიზნეს მოდელი არსებული იდეის უფრო ეფექტიანად განსახრციელებლად. მსხვილი კორპორაციები ხშირად იქცევიან ასე და მსხვილი კორპორაციები ხშირად ტოვებენ სივრცეს მათი იდეის სხვა გზით განხორციელებისთვის.

გუნდი (Team)

თქვენი ბიზნესის დაწყების დროს მზად უნდა იყოთ რომ ბევრი საკიტხის მოგვარება მოგიწევთ თქვენთვითონ. გუნდის ცამოყალიბების დროს უნდა გაითვალისწინოთ, თვითეული წევრის როლი და საჭიროება, თქვენი ბიზნეს მოდელის ამუშავებაში (#).

დრო (Time)

იდეის შესაბამისი ბიზნეს მოდელის შემუშავებას დრო სჭირდება.  ამიტომ ფოკუსირება უნდა გააკეთოთ მომხმარებლის ღირებულებაზე და მისი შეთავაზების დროზე.  რამდენად რელევანტური იქნება იგი.  ასევე გაითვალისწინეთ, რომ მრავალი იდეა რომელიც დაწუნებული იქნა თავის დროზე,  შესაბამისმა გარემო პირობების დადგომის როს მისმა განხორციელებამ ან განხორციელების შემდეგ დაბადებულმა ახალმა პროდუქტმა სამომხმარებლო ბაზრს ცუნამივით გადაუარა.  ბილ გროსს-ის კვლევა უჩვენებს რომ ფაქტორებიდან: პროდუქტის დროულობა,  გუნდი, იდეა, ბიზნეს მოდელი , ბიზნესის წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს,  ბიზნეს მოდელის მომხმარებლისთვის ღირებულების მიწოდების ზუსტად შერჩეული დრო.

I tried to look at what factors actually accounted the most for success and failure across all of these companies, and the results really surprised me.

The number one thing was timing. Timing accounted for 42 percent of the difference between success and failure. Team and execution came in second, and the idea, the differentiability of the idea, the uniqueness of the idea, that actually came in third.

Now, this isn’t absolutely definitive, it’s not to say that the idea isn’t important, but it very much surprised me that the idea wasn’t the most important thing. Sometimes it mattered more when it was actually timed.

Bill Gross. Idealab

5Top

მტკიცე გული (Brave Heart)

მეწარმეობა იწყება მტკიცე გულით, რომელიც აძლიერებს მის შთაგონებას (Inspiration), შინაგან ვნებას (passion) და აზროვნებას (Mindset).  იყო მეწარმე ნიშნავს მიპოვო ნდობა (Confidence), ქმნიდე ღირებულებას (resiliency), მუშაობდე ეთიკის ნორმების დაცვით (Work Ethik) და გაგაჩნდეთ გარემოს პირობებთან ადაპტაციის უნარი (Adaptability). რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია კომპანიის შექმნის საწყის ეტაპზე გქონდეთ, ზუსტად აწყობილი ბიზნეს მოდელი, აღნიშნული თვისებების დაგეხმარებათ, მუდმივად განავითაროდ იგი და მიაღწიოთ წარმატებას.

ცოდნა (Head)

ბიზნეს მოდელის განვითარება ნიშნავს, სწავლას შეცდომებიდან და წარმატებებიდან. სწრაფად უნდა მოახდინოთ მათი აღიარება, ახალი შესაძლებლობების გამოვლენა და დანაკლისი ცოდნის შევსება საკუთარი განვითარებით თუ რესურსების შეძენით.

ქმედება (Hands)

მტკიცე გული და ცოდნა იმიტომ გჭირდებათ, რომ დაიწყოთ მოქმედება, დაუშვათ შეცდომები, გამოასწოროთ ისინი გამართოთ ბიზნეს მოდელი  ღირებულების უფრო ეფექტურად შესაქმნელად და მომხმარებლისთვის მისაწოდებლად.

ოპერატიული შტაბი (Home)

შეკრიბეთ გუნდი თქვენი მიზნების შესაბამისად, მუდმივად აწარმოეთ კომუნიკაციის პარტნიორებთან, თქვენი პროდუქტის პოტენციურ მომხმარებელთან. მოპოვებული ინფორმაცია გაანალიზეთ გუნდში და დაგეგმეთ შესაძლებლობის გამოყენების და სისუსტეების შემცირების გეგმები.

“To a person with only a hammer and no understanding, every problem looks like a nail” –   The Science of Success

როგორც სტატიებში ვამბობდით, მეწარმეს წარმატებისთვის სჭირდება:

  1. Knowing yourself, and what you care about – იცნობდეს და აცნობიერებდეს საკუთარ შესაძლებლობებს, მისწრაფებებს და გავითარების რეალურ პერსპექტივებს;
  2. Focusing on the problem to be solved, instead of the solution – შეეძლოს ფოკუსირება მოახდინოს, პრობლემაზე და არა მის გადაწყვეტილებაზე. დროის კონკრეტულ მონაკვეთში, შეარჩიეთ თქვენი ბიზნესის მომხმარებლის ერთი პროფილი და მოახდინეთ თქვენი ქმედებების ფოკუსირება მის საჭიროებებზე. რადგან პარეტო პრნციპის თანახმად,  თქვენი აქტივობების 20% -ს მოაქვს, თქვენი წარმატების 80%. მთავარია იპოვნოთ ეს აქტივობების 20% და არ დახარჯოთ თქვენი რესურსები არამიზნობრივად, მეორეხარისხოვან და არავისთვის საჭირო საკითხების მოგვარებაზე.
  3. Ensuring that what you come up with is a “need to have” instead of a “nice to have” or just a “want” –  კონცენტრაცია უნდა გააკეთოთ იმ იდეაზე, რომელიც აგვარებს მომხმარებლის ძირითად პრობლემას (Need – need to have) და არა საზოგადო სურვილებს (Nice to have or Want), რადგან თქვენი პროდუქტი გასაყიდად გინდათ და არა თავმოწონებისთვის.
  4. Following a process — both for ideation and validating the need through market research – გამუდმებით შეამოწმეთ თქვენი მოსაზრებები, განსაკუთრებით იმ სეგმენტისთვის რომლისთვისაც ქმნით პროდუქტს. ამ პროცესში გამორიცხული არაა აღმოაჩინოთ სრულიად განსხვავებული და თქვენთვის უფრო მიმზიდველი ღირებულება და სამომხმარებლო სეგემენტი.
  5. Bad Idea – თქვენი მომხმარებლის პრობლემის მოგვარების, კარგ იდეებთან ერთად, დააფიქსირეთ ცუდი, საშინელი, სულელური იდეები.  შემდეგ შეეცადეთ ის გახადოთ კარგ იდეად თქვენი და თქვენი მომხმარებლის სამყაროს შესაცვლელად.  საინტერესო მოულოდნელობების წინ აღმოჩნდებით !
  6. შინაგანი მუხტი (Passion) – ძალიან რთული ამოცანაა, იმ იდეის მოძებნა, რომელსაც ბიზნეს მოდელად ჩამოაყალიბებთ და წარმატებულ კომპანიად გარდაქმნით. ამ გზაზე უპირველესი რჩევაა ისაა, რომ არ უნდა დაიწყოთ კომპანიის შექმნა თქვენი იდეით და მით უფრო მზა გადაწყვეტილებით (თუ რა თქმა უნდა არ ხართ ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ბაზარს სთავაზობს ახალ ტექნოლოგიურ ინოვაციას და გაქვთ რესურსი განიცადოთ მარცხი), არამედ უნდა მოახდინოთ პრობლემის და მასთან დაკავშირებული მომხმარებლის  იდენტიფიცირება. იდეის დაფიქსირების შემდეგ დაფიქრდით, გაქვთ თუ არა  ამ პრობლემის მოგვარების ძლიერი შინაგანი მოტივაცია და  მუხტი,  რაც გიბიძგებთ იმოქმედოთ, დაუშვათ შეცდომები, გამოასწოროთ ისინი და მრავალი ცდის შემდეგ მიაღწიოთ წარმატებას. თუ ასეთი მუხტი არა გაქვთ სხვა იდეა მოძებნეთ.
  7. სწავლა შეცდომებიდან და წარმატებიდან – სტატიიდან   ინოვაციურობის გასაღები   გვახსოვს, რომ უნდა ვისწავლოთ, როგორც შეცდომებისგან ასევე წარმატებისგან. პირველ შემთხვევაში უნდა შევიმუშავოთ მათი გადალახვის ხერხები, მეორე შემთხვევაში შევძლოთ მისი გამყარება და ჩვენს არსენალში შეტანა მისი შემდგომი გამოყენების მიზნით. თავის მხრივ თუ შეცდომებისგან ვერ ვისწავლით ეს უკვე წარუმატებლობაა.

სტატიის დასასრულს კოდევ ერთხელ გავიმეორებთ:

მეწარმეობა (Entrepreneurship) არის, მეწარმის კონტროლის ქვეშ (და არა ხელთ) არსებული რესურსებით, შესაძლებლობის რეალიზების უნარი” (#).

რაც იმას ნიშნავს, რომ, ბრწყინვალე იდეას სჭირდება, ბრწყინვალე ბიზნეს მოდელი  (ბიზნეს იდეიდან ბიზნეს მოდელამდე),  რომლის წარმატებით განხორციელება მხოლოდ მეწარმის შემართებაზე და ზემოთ მოყვანილ ფაქტორების ეფექტურად გამოყენებაზეა დამოკიდებული.

მოიფიქრეთ იდეა და დაიწყეთ მოქმედება. წარმატებებს გისურვებთ, ისტორიის შესაქმნელად რთულ და საინტერესო მოგზაურობაში !

თქვენი იდეები, გეგმები და ძალები ობიექტურად რომ შეაფასოთ გახსოვდეთ:

ყველა ადამიანს აქვს რაღაც იდეები და გეგმები – სანამ არ მიიღებს მუშტს სახეში. მაიკ ტაისონი (Mike Tyson) 

ხოლო რომ არ შეშინდეთ გახსოვდეთ: თქვენი უნარის პრაქტიკული დემოსტრირება, გადააქციოთ იდეა მომგებიან ბიზნესად, აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას და მოიზიდავს თქვენსკენ ინვესტორებს.  რადგან:

ინვესტორები იმიტომ არიან ინვესტორები, რომ არ შეუძლიათ ან ეზარებათ იდეა გადააქციონ ეფექტურ, მომგებიან ბიზნეს მოდელად – გაი კავასაკი, იდეიდან პირველ მილიონამდე

ინფორმაციული წყაროები:

  1. Laurie Stach  – Entrepreneurship CAN Be Taught #1
  2. Marshmallow Challenge  #1, #2, #3
  3. Build a tower, build a team #1
  4. Finding the Right Co-Founders for Your Startup #1
  5. THE 20 MINUTE BUSINESS PLAN: BUSINESS MODEL CANVAS MADE EASY #1, #2
  6. What Is The Difference Between Innovation and Creativity #1
  7. Startups are Hard. Like, Really Hard. @luketucker #1, #2
  8. how to have just in time delivery all those sorts of things. #1, #2, #3
  9. Components of Creativity #1
  10. We ask 5 people creating the future: so, what will it be like? #1
  11. Innovation: It’s Not The Idea, It’s What You Do With It #1
  12. The 51 Coolest Side Projects We’ve Ever Seen #1

კითხვები:

  1. რა კავშირია, მეწარმეობას, ინოვაციებს და შემოქმედებას შორის?
  2. რას ნიშნავს წარმატებული მეწარმე?
  3. სტატიის მიხედვით, რა სჭირდება მეწარმეს წარმატებისთვის?
  4. თქვენის აზრით სტატიაში ცამოთვლილი ფაქტორების გარდა, რა სჭირდება მეწარმეს წარმატებისთვის?
  5. რატომ არის საჭირო დარწმუნდეთ, რომ  თქვენ აგვარებთ  მომხმარებლის რეალურ პრობლემას (Need to have), ქმნით მისთვის საჭირო ღირებულებას  და არა ზოგად სურვილს (Nice to have );
  6. მოიყვანეთ იდეის განხორციელების პროცესში დაბადებული, ახალი წარმატებული პროდუქტის მაგალითი;
  7. რას ნიშნავს გამოთქმა: ბიზნეს მოდელის განვითარება ნიშნავს, სწავლას შეცდომებიდან და წარმატებებიდან?

 

 

 

Advertisements

One thought on “BMC#2.2 საზრიანობა ინოვაციები და მეწარმე (Creativity and Entrepreneurship)

  1. Pingback: BMC#2.3 Ideation | IN@TIMES

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s