BM / BMC / IM

BMC#7.1 ბიზნესის აქტივობები (Key Activities)

“თუ იცით როგორ განახორციელეოთ იდეა, მაშინ ორი ტიპის ადამიანი დაგჭირდებათ. პირველი დამრიგებელი, რომელიც პერიოდულად შემოგაშველებთ რჩევებს, მაგრამ უშუალოდ საქმეში არ იქნება ჩართული,   ხოლო მეორე ბიზნეს პარტნიორი, ის თქვენ მხარდამხარ იმუშავებს და თქვენ გამოცდილებას გაუზიარებთ ერთმანეთს”.  გაი კავასაკი, “იდეიდან პირველ მილიონამდე”

სტატიაში ბიზნესის ოპერირების რესურსები (Key Resources) გავიხილეთ (Business model canvas) – ის მეექვსე ელემენტი.  წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ, ბიზნესის მოდელის ლანდშაფტის მეშვიდე ელემენტს –   ბიზნესის აქტივობები (Key Activities) რომელიც წარმოადგენს ბიზნესის მიერ მისი მომხმარებლის ღირებულების შექმნისთვის  მნიშვნელოვანი აქტივობების დაგეგმვის საკითხს.

KeyActivd

ბიზნესის ძირითადი აქტივობები (Key Activities)

ბიზნესის ძირითადი აქტივობების (Key Activities) მოდულში, როგორც მისი სახელიდან გამომდინარეობს, უნდა დავადგინოთ ის ძირითადი სამუშაოები, რომელთა ჩატარება აუცილებელია, შერჩეული ბიზნეს პროფილისთვის ღირებულების შესაქმნელად და მისაწოდებლად,  რათა განვავითაროთ მომხმარებლის პროფილთან ურთიერთობა და უზრუნველყოთ კომპანიის აქტივების ზრდა.  პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წარმატების 80%, 20% აქტივობის შედეგია.

80% of the value comes from 20% of the work. Find the 20% of things that you can do that will yield 80% of the results.  Pareto principle

თუ გავავლებთ პარალელს პროექტების მართვის მეთოდოლოგიასთან (PMBOK® Guide #1), ამ მოდულში განისაზღვრება სამუშაოების ჩატარების სტრუქტურის (WBS – Work Breakdown Structure) მეორე დონის ელემენტები (L2) – ძირითადი აქტივობები (key Activities).  ზოგადად, WBS-ში პირველი დონე (L1) საბოლოო პროდუქტია, (L2) – მისი ცალკეული შემადგენელი  კომპონენტები, (L3) – თვითეული კომპონენტის მისაღებად საჭირო პრაქტიკულად ჩასატარებელი სამუშაოები (Work Packages),  რომელიც ბიზნეს მოდელის ლანშაფტის შემუშავების დროს დეტალურად არ განიხილება.

ძირითადი აქტივობების კატეგორიები (Categories of Key Activities)

ძირითადი აქტივობების კატეგორიები (Categories of Key Activities):

  1. Operations and Productions – პროდუქტების წარმოებისთვის და ოპერირების აქტივობები;
  2. Marketing and Sales – პროდუქტების საბაზრო პოზიციონირების და გაყიდვების აქტივობები;
  3. Finance and Administration – ადმინისტრირების და ფინანსირების აქტივობები.

ბრძოლა გაურკვევლობებთან (Dealing with unknowns)

როგორც სტატიაში წინა სტატიაში ბიზნესის ოპერირების რესურსები ვამბობდით, ახალი ბიზნესის თავისებურება ისაა, რომ შერჩეული მომხმარებლის პროფილის (Customer Avatar) შესაბამისი, ღირებულების შექმნის (Value Proposition) პროცესს, თავს ახლავს ბევრი გაურკვეველი საკითხი. ამიტომ ბიზნეს ამოცანების განხორციელების დროს, შესაძლებელია შეიცვალოს ბიზნესის მიზნები, რაც თავის მხრივ გამოიწვევს რესურსების და აქტივობების გეგმის შეცვლას. ძირიდათი ჩასატარებელი აქტივობების გამოსავლენად შესაძლებელია გვქონდეს შემდეგი შემთხვევები:

Known knowns  – ნაცნობი ნაცნობები. თუ კომპონენტის შესრულება აუცილებელია, მისი ქვეკომპონენტების და მასთან დაკავშირებულ აქტივობების შესახებ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, უნდა მოვახდინოთ ქვეკომპონენტების დეკომპოზიცია და შესასრულებელი აქტივობების დაფიქსირება.

Known Unknownsნაცნობი უცნობი. თუ კომპონენტის შესრულება აუცილებელია, მისი ქვეკომპონენტების და მასთან დაკავშირებულ აქტივობების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არა გვაქვს, უნდა მოვახდინოთ ქვეკომპონენტის დაფიქსირება და შემდეგი დეტალიზაციისთვის მონიშვნა (მასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით).

Unknown Unknowns – უცნობი უცნობი.  თუ კომპონენტი იდენტიფიცირებულია,  შესრულების აუცილებლობა ვერ დგინდება, კომპონენტი მოინიშნება შემდგომი შესაძლო დეკომპოზიციისთვის.

როგორც წესი, ყველა კომპონენტის მისაღებად საჭირო აქტივობების და რესურსების რაოდენობა ბიზნეს მოდელის შექმნის დროს ცნობილი ვერ იქნება. მოვლენების განვითარების კვალდაკვალ, მთელი ძალისხმევა უნდა წარიმართოს მათ გადასახედად და დასაზუსტებლად. ხომ გვახსოვს ყველა გეგმა მცდარია და ითხოვს მუდმივ გადახედვას და დაზუსტებას.

საკითხი ასევე  მჭიდროდა დაკავშირებული ბიზნესის მოდელის ლანდშაფტის მერვე ელემენტთან (Key Partnership), რომელსაც განვიხილავთ სტატიაში BMC#8.1 ბიზნესის პარტნიორები (Key Partnerships)

ინფორმაციული წყაროები:

  1. Key Activities  #1, #2 #3, #4
  2. THE 20 MINUTE BUSINESS PLAN: BUSINESS MODEL CANVAS MADE EASY #1, #2
  3. Project Resource Allocation and Resource Management #1
  4. eBusiness and eCommerce #1
  5. PMBOK® Guide – Fifth Edition –  PMI Body of Knowlege #1
  6. What is Business model innovation #
  7. Guy Kawasaki: The Top 10 Mistakes of Entrepreneurs #1
  8. How to Build a Great Company, Step #1
  9. Key Parts of A Business: Business Model Generation By Alexander Osterwalder & Yves Pigneur #1
  10. What Is The 80/20 Rule And Why It Will Change Your Life #1, #2

კითხვები:

  1. ჩამოთვალეთ ძირითადი აქტივობების კატეგორიები (Categories of Key Activities):
  2. მოიყვანეთ ძირითადი აქტივობების კატეგორიების (Categories of Key Activities): მაგალითები;
  3.  როგორი შემთხვევების შეიძლება გვქონდეს ძირიდათი ჩასატარებელი აქტივობების გამოსავლენის დროს?
  4. მოიყვანეთ კითხვა 3- ში თქვენს მიერ დასახელებული შემთხვევის ერთი მაგალითი.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s