BA / PM / SE

SE#11.1 საინფორმაციო სისტემების ხარისხის მართვა (Software Quality Management)

საინფორმაციო სისტემების შეფასების სფეროში, ტერმინი “ხარისხი” – (Quality), სიტემის მომხმარებლის მოთხოვნების და საჭიროებების (Requirements of the customer) სისტემის სერვისების და პროდუქტებით დაკმაყოფილებას ნიშნავს.

მომხმარებლის საჭიროებების და მოლოდინების რეგულირება (Quality Management), ოპერირების გარემოსთვის დამახასიათემელი კრიტერიუმებზე დაყრდნობიით,  სისტემეტიზირებულ პროცესის საშუალებით მიიღწევა.

მაგალითად, თუ კომპანია აცხადებს რომ მის მიერ წარმოებული პროდუქტი, ISO 9000 -ის შესაბამისია, ეს ნიშნავს რომ მისი პროდუქტების წარმოების ძირითადი პროცესები და პროდუქტის ხარისხი, ინდუსტრიაში დადგენილი ხარისხის მართვის ISO9000 მეთოდოლოგიი კრიტერიუმების შესაბამისია.

სისტემის ხარისხზე საუბარი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, მანამ სანამ არ დადგინდება, სისტემის რეალური ფუნქციონირების შესაბამისობა, იმ მოთხოვნებთან, რომლებზეც ჩართული მხარეების შეთანხმდენ (სერვისის მიწოდების პირობების კონტრაქტი),  მოთხოვნების შემუშავების  და ჩასატარებელი სამუშაოების განსაზღვრის დროს (Requirements). მოკლედ რომ ვთქვათ:  პროდუქტის ხარისხი, მისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისობის ხარისხით ფასდება.

სისტემის ხარისხზე განისაზღვრება იმ თვლადი მოთხოვნებიდან, რომლებზეც ჩართული მხარეების შეთანხმდენ (სერვისის მიწოდების პირობების კონტრაქტი),  მოთხოვნების შემუშავების  და ჩასატარებელი სამუშაოების განსაზღვრის დროს (Requirements). მოკლედ რომ ვთქვათ:  პროდუქტის ხარისხი, მისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისობის ხარისხით ფასდება.

პრაქტიკაში, ხშირად გვხვდება სიტუაცია, როდესაც შემსრულებელი (კომერციული ან სხვა მოსაზრებით),  შემკვეთს სთავაზობს, პროდუქტს რომლის მახასიათებლები აღემატება, შეთანხმებულს (და არც თუ იშვიათად მის ხარჯზე) – /Gold Plating/.  პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული სპეციფიკაციები, წარმოადგენენ ღირებულებას შემსრულებლის და არა შემკვეთის (ან შემკვეთი ორგანიზაციის, სათანადო ავტორიზაციის მქონე პერსონებისთვის) თვალსაზრისთ, რაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს და რაც იწვევს მათ შორის დავას პროდუქტის ჩაბარების ეტაპზე. ამიტომაა მნიშვნელოვანი, მხარეებს შორის საკონტრაქტო პირობებში სისტემისადმი მოთხოვნებზე შეთანხმება და მასში შესაძლო ცვლილებების შეტანის საკითხზე შეთანხმებული მოქმედება.

  • “Quality is conformance to Requirements” –  Philip B. Crosby
  • “Quality in a service or product is not what you put into it. It is what the client or customer gets out of it.” Peter Drucker
  • 80% of a specific event can be explained by 20% of the total observations. – 80/20 Pareto principle  (#);
  • “Quality must be planned in Not Inspected In”.

ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ ფაქტს: ხარისხის მართვის პროცესის მიზანია მოვახდინოთ დეფექტების – მოთხოვნებებიდან შეუთანხმებელი გადახვევების მოხდენის პრევენცია და არა აღვრიცხოთ შექმნილი პროდუქტების დეფექტები, ამ უკანსკნელ საკითხზე პასუხიმგებელია პროდუქტის აუდიტი, რომელიც აფიქსირებს პროდუქტის  და მის მიერ შექმნის პროცესში დაშვებულ შეცდომებს. აღნიშნული მონაცემების ანალიზის საფუძველზე (Lessons learned), განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, აყალიბებს და ნერგავს სისტემის შემდგომი გაუმჯობესების რეკომენდაციებს (Continous Improvement).

Image result for quality humor

რადგან სისტემის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა,  ორგანიზაციისგან მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, ამიტომ სისტემის შექმნის და შესაბამისად მისი ხარისხის დაგეგმვის პროცესში, მხედველობაში უნდა გვქონდეს, ორგანიზაციის ბიზნეს საჭიროებების კუთხით, ხარისხის კონკრეტული დონის მიღწევის მიზანშეწონილება. სისტემის გაუმჯობესების ხარჯები უნდა მართლდებოდეს, მისი უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯებით (Marginal Analysis).  მეორე მხრივ პროდუქტის დაბალ ხარისხს მივყავართ შემდეგ პრობლემებამდე:

  • სისტემის შექმნის და შემდგომი ექპლუატაციის მაღალი ფასი;
  • სისტემის ექსპლოატაციის სირთულეები;
  • კომპანიის შემოსავლების კლება;
  • მომხმარებლის დაბალი კმაყოფილება;
  • სისტემის ოპერირების გაზრდილი საფრთხეები (#)
  • დამატებითი შეცდომების აღმოფხვრის  სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა;
  • სისტემის შექმნის დაგვიანება.

ხარისხის მართვა, უზრუნველყოფა და კონტროლი – Quality Management, Quality Assurance, Control Quality

როგორც ზემოთ ვთქვით, სისტემის ხარისხის მართვის პროცესი (Quality Management),  ფოკუსირებულია პროდუქტის და მისი შექმნის პროცესების,  შეთანხმებული გზით წარმართვის უზრუნველყოფაზე. იგი შედგება შემდეგი ქვეპროცესებისგან:

  1. Quality assurance. The development of a framework of organizational procedures and standards that lead to high-quality software. – სისტემის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის, ორგანიზაციული პროცესების და სტანდარტების შექმნა;
  2. Quality planning. The selection of appropriate procedures and standards from this framework and adapt for a specific software project. -სისტემის მარალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის, ორგანიზაციული სტანდარტების საშუალებით, პროცედურების და სტანდარტების შერჩევა;
  3. Quality control. (Monitoring and Controlling) Definition of processes ensuring that software development follows the quality procedures and standards. – სისტემის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის, შერჩეული ორგანიზაციული პროცესების და სტანდარტების მიმდინარეობის მონიტორინგის წესების შექმნა და მათი საშუალებით სარისხის მართვის პროცესის ინსპექტირება.
Process based quality assessment.

ხარისხის მართვის პროცესი

ხარისხის უნრუნველყოფის სტანდარტები, ყველა ორგანიზაციას შეუძლია შეარჩიოს თავისი შეხედულებისამებრ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ პროცესების გამჭირვალეობისთვის, დოკუმენტაციის შექმნის პროცესის გამარტივებისთვის და პროცედურების კომპლექსურობის შემცირებისთვის,  მიღებულია  ინდუსტრიისთვის სპეციფიკური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნორმებით სარგებლობა:
  • ISO 9000  – წარმოების ხარისხისუზრუნველყოფისთვის;
  • ISO/IEC 27000 – ინფორმაციულ უსაფრთხოებაში;
  • PMI  – PMBOOK – პროექტების მართვაში;
ხარისხის მათთვის პროცესის, დაგეგმისთვის გამოიყენება სპეციალიზირებული ინსტრუმენტები (Quality Management Tools and Techniques), რომლებიც გვეხმარება არსებული ინფორმაციის ანალიზში და შესაძლო მოვლენების მოხდენის ალბათობის შეფასებაში. მათი განხილვა არ შედის წინამდებარე სტატიის მიზნებში და მკითხველს ადვილად შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში.
საერთაშორისი სტანდარტების ორგანიზაცია  (ISO.ORG – International organization for Standards), ხარისხის მართვის 7 პრინციპს და მათი დანერგვის შედეგად მიღებულ ღირებულებებს ასე აყალიბებს:

ხარისხის მართვის პროცესის ძირითადი პრინციპები (The seven quality management principles):

QMP 1Customer focus – მომხმარებელის რეალურ საჭიროებებზე  ფოკუსირება;
QMP 2Leadership – მენეჯმენტის ჩართულობის მაღალი დონე და ხარისხის მართვის პროცესების ადეკვატური ორგანიზაციული რესურსებით უზრუნველყოფა;
QMP 3Engagement of people – ორგანიზაციის პერსონალის მაქსიმალურად ეფექტური ჩართულობის უზრუნველყოფა და მათი კვალიფიკაციის დასმულ ამოცანებთან შესაბამისობაში მოყვანა;
QMP 4Process approach – ორგანიზაციული პროცესების ოპტიმიზაცია,  პროგნოზირებადი შედეგების მიღწევით და არასაჭირო, განმეორებადი ნაბიჯების დახვეწით;
QMP 5 Improvement – პროცესების და პროდუქტების მუდმივი გაუმჯობესება;
QMP 6Evidence-based decision making – ზუსტი მონაცემების  მოგროვების მექანიზმების შექმნა, მათი მრავალმხრივ ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
QMP 7Relationship management – ორგანიზაციის შიგნით მის წევრებს და მის გარეთ პარტნიორებს შორის, ხარისხიანი კომუნიკაციების შექმნა და მისი მუდმივი გაუმჯობესება;

პრინციპების დანერგვით მიღებული ღირებულებები (Key benefits):

  1. Increased customer value  – მომხმარების სარგებლის ზრდა;
  2. Increased customer satisfaction –  მომხმარების კმაყოფილების ზრდა;
  3. Improved customer loyalty – მომხმარების ლოიალობის ზრდა;
  4. Enhanced repeat business – საქმიანობის განმეორებადობის შესაძლებლობის გაფართოება;
  5. Enhanced reputation of the organization – ორგანიზაციის რეპუტაციის და მისადმი ნდობის ზრდა;
  6. Expanded customer base – მომხმარებელთა (მათ შორის ერთგულ მომხმარებელთა) რაოდენობის და არეალის გაზრდა;
  7. Increased revenue and market share – ორგანიზაციის გაზრდილი შემოსავლები და ბაზრის წილი.

დამატებითი მასალა:

  • Quality Management #1, #2, #3
  • Project Quality Management #1, #2
  • Quality Assurance #1
  • ISO 9000  quality assurance system. #1
  • CAF – EU Common Assessment Framework #1
  • Quality Management Principles – ISO 9001 … #1
  • The Pareto Principle (80-20 Rule) – #1
  • Gold plating (software engineering) #1

  • Marginal Analysis #1
  • Lessons learned #1

  • Continuous Improvement #1
  • THE 7 BASIC QUALITY TOOLS FOR PROCESS IMPROVEMENT #1

კითხვები:

  1. რას ნიშნავს სისტემა / პროდუქტი ხარისხიანია?
  2. რა განსხვავება სისტემის ხარისხის მართვას და სისტემის ინსპექტირებას შორის?
  3. რა კავშირშია სისტემის ხარისხი და სისტემის შექმნის ხარჯები?
  4. რას ნიშნავს ტერმინები – Lessons learned? Continuous Improvement? Marginal Analysis? – აღწერეთ ისინი.
  5. რას ნიშნავს სტსტიაში მოყვანილი ფრაზა, “სისტემის შექმნის და შემდგომი ექპლუატაციის მაღალი ფასი” – მოახდინეთ მისი ანალიზი;
  6. სტატიაში ჩამოთვლილის გარდა, პროდუქტის დაბალმა ხარისხმა,  კიდევ რა პრობლემები შეიძლება წარმოშვან?
  7. დაასახელეთ სისტემის ხარისხის მართვის პროცესის დანიშნულება;
  8. დაასახელეთ სისტემის ხარისხის მართვის პროცესის ქვეპროცესები და მათი დანიშნულება;
Advertisements

7 thoughts on “SE#11.1 საინფორმაციო სისტემების ხარისხის მართვა (Software Quality Management)

  1. Pingback: SE#10.1 System Dependability | IN@TIMES

  2. Pingback: SE#13.1 Information Security and Cyber Security | IN@TIMES

  3. Pingback: SE#1.1 Introduction to Software Engineering | IN@TIMES

  4. Pingback: SE#2.1 საინფორმაციო სისტემების შექმნის პროცესი – Software Processes | IN@TIMES

  5. Pingback: SE#4.2 საინფორმაციო სისტემის მოთხოვნების შექმნის პროცესი (Requirements Engineering process) | IN@TIMES

  6. Pingback: SE#8.1 საინფორმაციო სისტემის ტესტირება (Software Testing) | IN@TIMES

  7. Pingback: SE#9.1 საინფორმაციო სისტემების განვითარება (Software evolution) | IN@TIMES

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s