IM

IM#1.3 ინკრემენტული და რადიკალური ინოვაციები

Incremental and radical innovations

წინა მასალიდან (IM#1.1)  გავიხსენოთ, რომ რომ ინოვაცია არის პროცესების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ახალ პროდუქტს, მეთოდს ან მასალას კომერციული და პრაქტიკული მიზნით გამოყენებისთვის.

ამ თვალსაზრისით ინოვაცია შეიძლება იყოს ინკრემენტული (Incremental Innovation) ან რადიკალური (Radical Innovation or Distruptive Innovation).

Incremental Innovation

ინკრემენტული ინოვაცია ყველაზე დომინუნატური ინოვაციის ფორმაა თანამედროვე სამყაროში. რომელიც აუმჯობესებს არებულ, ბიზნეს პროცესს, პროდუქტს ან სერვისს მისი ხარისხის ან თვითღირებულების თვალსაზრისით, არ იწვევს წინამორბედი სერვისის გაქრობას.

InnovationIsAbout

იგი უზრუნველყობს კომპანიების ბიზნეს მოდელების, პროდუქტების და სერვისების განახლებას ახალი გამოწვევების შესაბამისად. ასეთი სახის ინოვაციები ხორციელდება კორპორატიულ გარემოში რომლისი მიზანია ახალი პროდუქტების და სერვისების შემუშავება რომლებიც:

  • ზრდის კორპორაციის პროდუქტებიდან შემოსავლებს და მათ გაყიდვებს;
  • ქმნიან კომპანიის ახალ ბიზნეს მოდელს რომელიც არ აზიანებს არსებულს;
  • ბაზრის რყევებისგან იცავს და ამყარებს არსებულ ბიზნეს მოდელს.

აღნიშნული ინოვაციები ეფექტურია მანამდე სანამ ოპერირების ბაზრის სტრუქტურა სტაბილურია და ბაზრის წევრები ამ მეთოდით ახერხებენ  ბაზრის შესაძლებობების გადანაწილებას. ახალი მოთამაშეების შესვლა ამ ბაზარზე ფაქტიურად შეუძლებელია.

ინკრემენტული ინოვაციური პროექტების განხორციელების რისკი დაბალია, რთულად დასადგენი მოულოდნელობები (uncertainty) მცირე შედეგად მცირეა შესაბამისაც ეკონომიური ეფექტიც.

მსხვილი კორპორაციები საკუთარი პროდუქტების მუდვივი განვითარებით ცდილობენ, კორპორატიული სტაბილურობის  უზრუნველყოფას. ამ პირობებში მომხმარებელი  იღებს მისთვის ნაცნობი ტიპის გაუმჯობესებულ  შემოთავაზებებს რაც შეიძლება სულ არ გამოხატავდეს მის რეალურ მოთხოვნებს და საჭიროებებს.  ამ სეგმენტზე გამოჩენილი სტარტაპები იშვიათად ყალიბდებიან კომპანიებად, მაღალი კონკურენციის და დაბალი შემოსავლების გამო.  დიდ კომპანიებს ფართო შესაძლობები გააჩნიათ სტარტაპების მიერ ინიცირებული ინოვაციების ადაპრიტებისთვის თავის პროდუქტებში, სტარტაპების შთანთქმის ჩათვლით.

ინკრემენტული ინოვაციების მაგალითები:

  • პლასტიკური ბარათი უკონტაქტო ინტერფეისით შეიძლება ჩაითვალოს ინკრემენტულ ინოვაციათ, მაშინ როცა თვითონ პლასტიკური ბარათის გამოჩენა რადიკალური ინოვაციაა რომელმაც გამოიწვია ახალი სამომხმარებლო ბაზრის შექმნა;
  •  ინტერნეტ ბანკინგი;

Radical Innovation or Distruptive Innovation

რადიკალური რის ინოვაცია რომელიც ქმნის თვისობრივად ახალ, არსებულისგან განსხვავებულ პროდუქტს ან სერვისს. მან შეიძლება თვისობრივად შეცვალოს ბაზრის სტრუქტურა,  მისი მონაწილენი და მათი როლები. თანამედროვე  დინამიურ ინფორმაციულ სამყაროში არაა საკმარისი იყოთ შემდეგი  UBER, Facebook …, გლობალური  ეკონომიკის ესკალირება კომპანიებისგან ითხოვს  რადიკალურად განსხვავებული პროდუქტების და მომსახურეობების შექმნას. აღნიშნული პროცესი მოითხოვს ისეთი პროექტების ორგანიზებას, რომლის საბოლოო შედეგი ყოველთვის ცხადია არაა, მაღალია მოულოდნელობების (uncertainty) ალბათობა და თანმდევი რისკი. ერთეულ გამარჯვებულებს ხვდებათ მაღალი შემოსავლები და აღიარება, თუმცა ბევრია  სხვადასხვა მიზეზით დამარცხებულთა რიცხვი. (Lessons from Failed Startups – #1).

A radical or disruptive innovation is an innovation that has a significant impact on a market and on the economic activity of firms in that market. This concept focuses on the impact of innovations as opposed to their novelty. The innovation could, for example, change the structure of the market, create new markets or render existing products obsolete. “radical” innovations create major disruptive changes, whereas “incremental” innovations continuously advance the process of change (Schumpeter, 1942).

რადიკალური უნოვაციების სეგმენტზე ძირითადად სტარტაპები ოპერირებენ, თუ ვერ შეძლებენ კომპანიებად ჩამოყალიბებას ისინი ქრებიან ან დიდი კომპანიების ნაწილი ხდებიან. თავის მხრივ კორპორაციებს უჭირთ რადიკალური ინოვაციების გამოგონება და რაც უფრო მნიშვნელოვანია დანერგვა, რადგან მან შეიძლება დაასამაროს კორპორაციის ძირითადი პროდუქტი  / სერვისი, გამოიწვიოს კორპორაციული სტრუქტურის და სტრატეგიის რადიკალურ ცვლილებას, რაც ძალიან სარისკოა კორპორაციული მდგრადობის შენარჩუნებისთვის.

სტარტაპები ინოვაციების და ინოვაციების მართვის ტექნოლოგიების დანერგვისთვის და დამოუკიდებელ კომპანიებად ჩამოყალიბებაში იყენებენ The Lean Startup,  Agile Project Development, Opportunity Analysis Canvas,  Design Thinking მეთოდოლოგიებს. სტარტაპების მომზადება ხდება სხვადასხვა სახის ბიზნეს ინკუბატორებში, სადაც ხდება ინოვაციური იდეის განვითარება. აღნიშნულ საკითხებს განვიხილავთ Design Thinking,  Strategic Management and Innovations და  Entrepreneurship კურსებში. აქ მოკლედ ავღნიშნავთ რომ ინოვაციების წარმატების უზრუნველსაყოფად, ინოვაციების დიფუზიის თეორიის თანახმად (Law of Diffusion of Innovation)  უნდა მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს შემდეგი ფაქტორები:

  • ფოკუსირება უნდა გაკეთდეს მხოლოდ  მაქსიმალურად ლოიალურ მომხმარებელზე – Only focus on early adopters.
  • უნდა შევქმნათ ღირებულება მომხმარებელის პრობლემებზე და მოთხოვნებზე ფოკუსირებით – Only focus on a handful of customers.
  • სწრაფად იმოქმედეთ, შექმენით უპირველესი ღირებულება (Minimum Viable Product), ნუ დაკავდებით  მეორეხარისხოვანი, არავისთვის საჭირო დეტალებით – Race to deliver value.

რადიკალური ინოვაციების მაგალითები:

  • პერსონალური კომპიუტერი (მეინფრეიმები);
  • ციფრული ფოტოგრაფია (ანალოგიური ფოტოგრაფია);
  • შიდა წვის ძრავა;
  • რეაქტიული ძრავა;
  • მობილური ტელეფონი (ფიქსირებული ტელეფონი);
  • USB ინტერფეისი.
  • WiFi , 3G/4G;
  • 3D   printing;
  • Internet of Things (IoT);
  • Virtual reality (VR).

გლობალური ინოვაციის განხორციელებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს  გეოგრაფიულ ფაქტორს, რადგან ერთ ქვეყანაში წარმატებული პროდუქტი წარუმატებლობას განიცდის მეორე გეოგრაფიულ გარემოში, კულტურული, სოციალური და მენტალური თავისებურებების გამო.  (Wall Mart in Germany, Uber in France …)

დამატებითი საკითხავი:

  1. Radical and incremental innovation
  2. Incremental Innovation Vs. Radical Innovation – #1, #2
  3. Disruptive Innovation by Clayton Christensen
  4. The Five Most Disruptive Innovations at CES 2016
  5. Lessons from Failed Startups – #1
  6. The Innovator’s Dilemma: When New Technologies Cause Great Firms to Fail –  by Clayton M. Christensen – #1
  7. Wal-Mart case study
  8. Uber Case Study
  9. Law of Diffusion of Innovation – #1 By Simon Sinek, #2

Infographic: Going Global Comes at a Price for Netflix | Statista
ტესტი:

  • IM#1.3 პროდუქტების, სერვისების და პროცესების ინოვაცია – ტესტი
Advertisements

4 thoughts on “IM#1.3 ინკრემენტული და რადიკალური ინოვაციები

  1. Pingback: IM#1.1 ინოვაციები და ინოვაციების მართვის კონცეფცია – Catching the Wave

  2. Pingback: IM#1.1 ინოვაციები და ინოვაციების მართვის კონცეფცია – Catching the Wave

  3. Pingback: IM#1.2 პროდუქტების, სერვისების და პროცესების ინოვაცია | IN@TIMES

  4. Pingback: IM#1.1 ინოვაციები და ინოვაციების მართვის კონცეფცია | IN@TIMES

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s