Architectural and modular innovations
მოდულური ინოვაცია წარმოადგენს გამგონების ეფექტურად დანერგვის სახეს, რომლის დროსაც არ იცვლება სისტემის ან გარემოს ზოგადი კონფიგურაცია და სისტემის ოპერირების პროცესები. ინოვაცია ეხება სისტემის ერთ ან რამოდენიმე კომპონენტს.
არქიტექტურული ინოვაცია, ცვლის სისტემის ან გარემოს ზოგად კონფიგურაციას, მასში მიმდინარე პროცესებს, მის კომპონენტებს შორის ურთიერთობებს.
ინოვაციების ჩვენს მიერ განხილულ ტიპებს შორის შემდეგი დამოკიდებულებაა:
არქიტექტურული და მოდულური ინოვაციები, უმეტესწილად ისეთი ტექნოლოგიური პროდუქტების მახასიათებლებლებია, რომელიც გავლენას ახდენს არსებულ პროდუქტზე, სერვისზე და მათ წარმოებისთვის საჭირო პროცესებზე. მათმა რადიკალურმა ცვლილებამ შეიძლება შეცვალოს კომპანიის სტრუქტურა და ბიზნეს მოდელი;
ინოვაციის ტიპები ასე ხასიათდება:
# Incremental innovation introduces quality improvements in core components. The word renovation would more precisely describe this type of innovation.
# Modular innovation may result in the complete redesign of core components while leaving linkages between the components unchanged.
# Architectural innovation changes the nature of interactions between core components while reinforcing the core design concepts.
# Radical innovation introduces a new meaning, potentially a paradigm shift. #
მაგალითად თუ კომპანია აწარმოებს ანალოგურ ფოტოაპარატებს, მისთვის მოდულური ინოვაცია იქნება ფოტოაპარატის ობიექტივის ან ფოკუსირების მოდულისს შეცვლა. არქიტექტურული ინოვაცია იქნება მექანიკური მექანიზმის ფოტოაპარატის ჩანაცვლება ციფრული მექანიზმის ფოტოაპარატით. მოდულურ შემთხვევაში კომპანიას მოუწევს პროცესების დარეგულირება მხოლოდ ერთი უბნზე, პროდუქტის სხვა კომპონენტები არ იცვლება.
განხილულ მაგალითში, ციფრულ ტექნოლოგიაზე გადასვლისთვის საჭირო გახდება, პროდუქტის ყველა ძირითადი კომპონენტის ჩანაცვლება, შიდა და გარე კონტრაქტორებთან ურთიერთობების დამყარება, ორგანიზაციული მატერიალურ ტექნიკური პროცესების განახლება. აღნიშნული ცვლილება, ორგანიზაციიის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, კომპანიისგან მოითხოვს დიდ მატერიალურ, დროით, ადამიანურ და ორგანიზაციულ ძალისხმევას, რადგან იცვლება კომპანიის ორგანიზაციული და ოპერირების სტრუქტურა. რომლის მიღწევა ბაზრის ყვალა მონაწილისთვის შეიძლება არ იყოს შესაძლებელი.
კონკრეტული მაგალითები:
- არქიტექტურულ ინოვაცია: იუსტიციის სამინისტრომ მოახდინა პროცესების ელექტრონიზაცია და თავმოყრა იუსტიციის სახლებში ასევე სერვისების დისტანციურად მიწოდების უზრუნველყოფა, რამაც მოითხოვა ორგანიზაციული, მატერიალური და მენტალური ცვლილებები – იუსტიციის სამინისტროს სერვისები
- მოდულური ინოვაცია: იუსტიციის სამინისტროს სერვისებში მუდმივად მიმდინარეობს არესბული სერვისების ოპტიმიზაცია, იხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს მაშტაბით, სერვისების ზოგადი არქიტექტურის შეცვლის გარეშე.
ინოვაციები და ინოვაციების მართვის კონცეფციის მოკლე მიმოხილვის დასასრულს ავღნიშნავთ, რომ უდიდესი მნიშვნელობა ააქვს გარემო ფაქტორების წინასწარმეტყველებას (და არა გათვალისწინებას), აღნიშნულის დამადასტურებლად ვიტყვით რომ GOOGLE – მ უდიდესი წარმატებას მიაღწია საძიებო სისტემების და OnLine რეკლამირების ბაზარზე (GoogleAds, YouTube) და წარუმატებლობა განიცადა სოციალური ქსელების სეგმენტზე GOOGLE +. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კორპორაციებში ინოვაციების მართვის სიძნელეებზე და ორგანიზაციის მისთვის უნიკალური შესაძლებლობებზე ფოკუსირების აუცილებლობაზე. #1. ბიზნესის აქტივობის ფოკუსირების დაკარგვის და არქიტექტურული ინოვაციების დანერგვის მაგალითია yahoo! -ს კორპორატიული ისტორია, რამაც შედეგად კომპანია მოუწია საძიებო სისტემების ბაზრის წილის მკვეთრი დაკარგვა.
დამატებითი საკითხავი:
- Architectural Innovation: The Reconfiguration of Existing Product Technologies and the Failure of Established Firms – #1
- The 5 Customer Segments of Technology Adoption – #1
- Modular v Architectural Innovation – #1
- Types and patterns of innovation – #1, #2, #3
- Innovation statistics – EuroStat – #1
- BING, GOOGLE, YAHOO SEARCH ENGINES #1, #2, #3, #4, #5
კითხვები:
- IM# 1.4 არქიტექტურული და მოდულური ინოვაციები- ტესტი;
- რას წარმოადგენს არქიტექტურული ინოვაცია ? მოიყვანეთ მაგალითი.
- რას წარმოადგენს მოდულური ინოვაცია ? მოიყვანეთ მაგალითი.
- რა გავლენა შეიძლება მოახდინოს არქიტექტურულმა ინოვაციამ, კომპანიის სტრუქტურაზე და ოპერირების ბიზნეს მოდელზე ? მოიყვანეთ მაგალითი.
- რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მოდულურმა ინოვაციამ, კომპანიის სტრუქტურაზე და ოპერირების ბიზნეს მოდელზე ? მოიყვანეთ მაგალითი.
- რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ინკრიმენტულმა ინოვაციამ, კომპანიის სტრუქტურაზე და ოპერირების ბიზნეს მოდელზე ? მოიყვანეთ მაგალითი.
- რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რადიკალურმა ინოვაციამ, კომპანიის სტრუქტურაზე და ოპერირების ბიზნეს მოდელზე ? მოიყვანეთ მაგალითი.
[…] […]
LikeLike
[…] IM# 1.4 არქიტექტურული და მოდულური ინოვაციები (Architectural and modular innovations) […]
LikeLike
[…] შემდეგ სტატიებში განვიხილავთ: ინკრემენტულ და რადიკალურ და არქიტექტურულ და მოდულურ ინოვაციებს […]
LikeLike
[…] IM# 1.4 არქიტექტურული და მოდულური ინოვაციები (Architectural and modular innovations) […]
LikeLike