IM#1.1 ინოვაციები და ინოვაციების მართვის კონცეფცია

პლანეტა დედამიწაზე ადამიანის გამოჩენიდან,  ათასწლეულების განმავლობაში,  ყველა ტექნიკური მიღწევა ერთად აღებული , არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად დაეჩქარებინა ადამიანის ცხოვრების რიტმი …

… მეთვრამეტე საუკუნეში, გოეთე  მოგზაურობდა, თითქმის იგივე ფუფუნებით და იგივე სისწრაფით, როგორც პავლე მოციქული პირველი ათასწლეულის დასაწყისში …

… მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში დაწყებულმა ტექნოლოგიურმა რევოლუციამ, წუთებად აქცია აქამდე გზაში გატარებული უსასრულო საათები. ელექტრობის და ტელეგრაფის გამოჩენამ კი შესაძლებელი გახადა, ჯერ კიდევ ქაღალდზე შეუშრობელი ჩანაწერის წაკითხვა, ათასობით მილის მანძილზე. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა დაახლოვა დედამიწის აქამდე დაშორებული ქვეყნები …

“პირველი სიტყვა ოკეანის მიღმიდან” –  შტეფან ცვაიგი

საბედნიეროდ ერთი გამოგონება გზას უხსნის მეორეს. ინტერნეტის, როგორც კომუნიკაციის საშუალების ახალმა სახემ, ახალი შესაძლებლობები შექმნა. თანამედროვე სამყაროში უპირატესობა მის მხარეზეა, ვინც ამჩნევს გარემოში ახალ თუ ფარულ მოთხოვნებ,  ხოლო იმარჯვებს ის, ვინც აზროვნებს გლობალურად და ახერხებს შესაძლებლობების პრაქტიკული გამოყენებას.

და მაინც რა არის ინოვაცია და რას ნიშნავს ინოვაციების მართვა ? – What is innovation management?

Google, Facebook, AirBnB, Tesla, Amazon, Uber … ამ კომპანიებმა რადიკალურად შეცვალეს თანამედროვე გლობალური ეკონომიკის სახე.  მცირე სტარტაპები ბიზნესის გიგანტების თვალწინ უშიშრად ანგრევენ  ბიზნესის წარმოების კონსერვატორულ შეხედულებებს. ბიზნესის წარმოების წესები ინფორმაციულ სამყაროში რადიკალურად შეიცვალა.

აღნიშნული კომპანიების საერთო ორგანიზაციული მახასიათებელია: ინოვაციურობა, ახალი, რადიკალურად განსხვავებულ საშუალებების შემუშავება (Distruptive Dechnologies) და მათი პრაქტიკული განხორციელების და კომერციალიზაციის უნარი.

და მაინც

  • რა არის ინოვაცია ? – (What is innovation?)
  • რას წარმოადგენს ინოვაციების მართვა ? – (What is innovation management?)

რა არის ინოვაცია ?  (Innovation vs Innvention)

ნიუ-იორკის პროფესორის, მელისა შილინგის (Melissa Shilling) საყოვეთაოდ აღიარებული თეზისით:

ინოვაცია არის პროცესების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ახალ მოწყობილობას, მეთოდს ან მასალას კომერციული და პრაქტიკული მიზნით გამოყენებისთვის.

Innovation as the act of introducing a new device, method or material for application to commercial or practical objectives.

Image may contain: textმაშასადამე:

  • ინოვაცია არის აქტივობა რომელიც ქმნის ახალ, ჯერ არ არსებულ და ხელშესახებ (Tangible) საშუალებას;
  • ინოვაციები უნდა იძლეოდენ კონკრეტულ, პრაქტიკულ ეფექტს კომერციული და პერსონალური გამოყენებისთვის,  უნდა ქმნიდეს პრაქტიკულ ღირებულებას.

გამოგონება (Invention)  ესაა მოწყობილობა, მეთოდი ან მასალა. ინოვაცია (innovations) ესაა გამოგონება რომელიც ქმნის და აწვდის ღირებულებას მომხმარებლებს. ბიზნესის მოდელირების ტერმინოლოგიით, გამოგონება  ქმნის გადაწყვეტილებას, ინოვაცია კი ბიზნესის ოპერირების მოდელს.

Container
Innovation In Action

გამოგონების ინოვაციებში გარდაქმნა, არის ინოვაციების მართვის საგანი. რეალურ გარემოში ბევრი  გამოგონება იკარგება, რადგან გამომგონებლები გატაცებულები არიან საკუთარი გამოგონებით, მიგნებებით და ავიწყდებათ მათი კომერციალიზაციის პერსპექტივების დადგენა, პოტენციული მომხმარებლის რეალური საჭიროებებთან შესააბამისობის თვალსაზრისით.  შედეგად, ინვესტორებს უჭირთ გადაწყვეტილება მიიღონ გამოგონების შესახებ, რადგან ვერ ხედავენ გამოგონების კომერციულ სარგებელს.  ამ პირობებში, ინოვაციური მართვის გარეშე იხარჯება რესურსები და იქმნება  პროდუქტები, რომლებსაც საბოლოო ჯამში რეალური მომხმარებელი არ ჰყავს. საინტერესო ისაა რომ, სხვადასხვა გარემოებების გამო, ასეთი არასაჭირო პროდუქტების შექმნის  ინვესტირება მოუხდენიათ როგორც სტარტაპებს ისე გამოცდილ კომპანიებს. (#)

“Life’s Too Short to Build Something Nobody Wants“.- Ash Maurya

“If you can’t describe what you are doing as a process, you don’t know what you are doing.” – Edwards Deming

ინოვაციების მაგალითები:

  • ახალი მოწყობილობა (დრონი, სმარტფონი, … )
  • მეთოდი (მოსავლის მოყვანის ახალი ხერხი,  პროდუქციის წარმოების ახალი წესი …),
  •  მასალა (ახალი ტიპის ზემსუბუქი ლითონი,  …)

რას წარმოადგენს ინოვაციების მართვა ?

ინოვაციების მართვა ესაა პროცესების მართვა რომელთა საშუალებით ორგანიზაცია და მის პერსონალი წარმართავს ინოვაციების შექმნის აქტივობებს. პროცესები რომელთა მართვით იქმნება ახალი მოწყობილობები, მეთოდები და მასალები.

Innovation management is about how organizations and their employees manage innovation activities. So it’s about how organizations manage their acts of introducing new devices, methods or materials.

ინოვაციების მართვის ამოცანაა:

  • ორგანიზაციის ინოვაციური განვითარების სტრატეგიის შემუშავება,  სადაც განისაზღვრება ის მიმართულებები რომელთა შექმნის ინვესტირებას მოახდენს და რომლის ინვესტირებაზე უარს იტყვის ორგანიზაცია;
  • იდეების მოძიების, გენერირების, შერჩევის, კომბინირების,  უარყოფის და დოკუმენტირების პროცესების მართვა;
  • ინოვაციური პროდუქტების შექმნისთვის პროექტების დაგეგმვა და წარმართვა, მათი წარმოების ოპერაციული პროცესის მართვა.

ინოვაციების მართვის პროცესის ძირითადი კომპონენტები

ქვემოთ სურათზე  გამოსახულია ინოვაციების მართვის პროცესის ძირითადი კომპონენტები და კითხვები რომელიც უნდა დაისვას თვითეულ მოდულში.

აღნიშნული კითხვებზე ოპიეტურად პასუხის გაცემა მოამზადებს ორგანიზაციას კორპორატულ დონეზე ინოვაციების მართვის პროცესის კორექტულად წარმართვისათვის.

 

6ElementsOf Innovation
ინოვაციების მართვის კომპონენტები

ზოგადად კი უნდა გვახსოვდეს, რომ ინოვაციების მართვის პროცესი, მუდმივი ორგანიზაციული სწავლის პროცესია, შეცდომებით და წარმატებებით. ორგანიზაციული კულტურის და მართვის კონტექსტში ხდება, ორგანზაციული მისიის, ღირებულებების და მიზნების მისაღწევად მოთხოვნების იდენტიფიცირება, შესრულების დაგეგმვა და შედეგების კონტროლი და მონიტორინგი.

InnovationIsAbout

შემდეგ სტატიებში განვიხილავთ  ინოვაციების მართვის კონცეფციის შემდეგ საკითხებს:

გამოყენებული მასალები:

Infographic: Apple Claims Title of Most Valuable Brand | Statista

დავალება:

  • ინოვაციები და ინოვაციების მართვის კონცეფცია – ტესტი
  • მოახდინეთ ისტორიული მოვლენის – “ევროპასა და ამერიკას შორის სატელეფონო კავშირის დამყარების ისტორია” – შეფასება ინოვაციების მართვის თვალსაზრისით, რატომ იყო პროექტი ინოვაციური ?#1;
  • კონტეინერები არის ინოვაციურობის პრაქტიკული მაგალითი. რატომ ?
  •  “საქართველოს იუსტიციის სახლები” – შეაფასეთ ინოვაციების მართვის თვალსაზრისით, რატომ არის პროექტი ინოვაციური ?- #1;
  • რა არის ინოვაცია ?
  • რა არის ინოვაციების მართვა ?
  • რას წარმოადგენს ინოვაციების მართვის ამოცანა ?
Advertisements

16 comments

  1. […] აქ უნდა ავღნიშნოთ: ციფრულ სამყაროში, ინოვაციური პროექტები, მათი განხორციელების გზაზე,  წარმოშობილი საკითხების შესახებ დაბალი გამოცდილების გამო (Uncertality), ყოველთვის მაღალი საფრთხის შემცვლელია და მისი მინიმიზირება შესაძლებელია, მხოლოდ სამუშაო ჯგუფის, პროდუქტის მომხმარებლების და მათ შორის, კომუნიკაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით და მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვით (#). […]

    Like

  2. […] წინამდებარე სტატიაში ფაქტიურად თავს ვუყრით მოსაზრებებს მეწარმეობის შესახებ, რომელიც გამოთქმული იქნა სტატიების სერიაში ბიზნეს იდეიდან ბიზნეს მოდელამდე და ინოვაციები და ინოვაციების მართვის კო… […]

    Like

  3. […] სტატიაში საზრიანობა ინოვაციები და მეწარმე    ფაქტიურად თავი მოვუყარეთ მოსაზრებებს მეწარმეობის შესახებ, რომელებიც თავის მხრივ გამოთქმული იქნა სტატიების სერიაში ბიზნეს იდეიდან ბიზნეს მოდელამდე და ინოვაციები და ინოვაციების მართვის კო… […]

    Like

  4. […] ინოვაციები იბადება არა გარემოში, არამედ მეწარმის შინაგან ბუნებაში.  წარმატებას ძირითადად აღწევენ მისთვის მომზადებული ადამიანები.  სათანადო მომზადების გარეშე შესაძლებობა შეიძლება სულაც ვერ შევამჩნიოთ ან შევამჩნიოთ და არ გვეყოს შინაგანი მუხტი მის განსახორციელებლად.  რადგან, მეწარმეობა ესაა კონტროლირეაბადი რესურსების მაქსიმალური მობილიზაციით, შესაძლებლობების გამოყენების უნარი. […]

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s